ნოდარ დუმბაძის ნოველის მიხედვით გადაღებული გიორგი მენაბდის ფილმი „სისხლი“ Dresden Kino über Land International Festival-ზე, კატეგორიაში „ფილმები ჰორიზონტს მიღმა“ არის ნომინირებული
ნოდარ დუმბაძის ნოველის მიხედვით გადაღებული გიორგი მენაბდის ფილმი „სისხლი“ Dresden Kino über Land International Festival-ზე კატეგორიაში „ფილმები ჰორიზონტს მიღმა“ არის ნომინირებული. ეს ეკრანიზაციისთვის რიგით მე-40 ნომინაციაა.

ნოდარ დუმბაძის ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმის - „სისხლი“ ჩვენება დღეს Dresden Kino über Land International Festival-ზე გაიმართება.
ფილმი „სისხლი“ „ფილმები ჰორიზონტს მიღმა“ კატეგორიაშია ნომინირებული.
ფილმის რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის (სცენარის ადაპტაციის) ავტორი ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი გიორგი მენაბდეა.
ნოდარ დუმბაძის ნოველის ეკრანიზაციისთვის ეს რიგით მე-40 ნომინაციაა. აქამდე მისი ჩვენება გაიმართა ლოს ანჯელესის, ლონდონის, მიუნხენისა და სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
Dresden Kino über Land International Festival 29 ოქტომბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…