პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

www.ekalata.gov.ge: სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 1-ელ ოქტომბერს დაფიქსირდა და 35.82 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 31 ოქტომბერს, ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 36.46 ლარი იყო

პორტალ ekalata.gov.ge-ის მონაცემებით, ოქტომბერში 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ყველაზე იაფი კალათის ფასი 1.8%-ით გაიზარდა და 36.46 ლარი შეადგინა, ხოლო 10 არასასურსათო პროდუქტის კალათის ღირებულება 7%-ით შემცირდა.

www.ekalata.gov.ge: სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 1-ელ ოქტომბერს დაფიქსირდა და 35.82 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 31 ოქტომბერს, ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 36.46 ლარი იყო
იმედინიუსი

www.ekalata.gov.ge - ოქტომბრისთვის ფასების დინამიკას ავრცელებს.

ოქტომბრის თვის განმავლობაში www.ekalata.gov.ge-ს პორტალზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება იცვლებოდა.

სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება 1-ელ ოქტომბერს დაფიქსირდა და 35.82 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 31 ოქტომბერს, ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 36.46 ლარი იყო.

ოქტომბრის განმავლობაში, კალათის ყველაზე მაღალი ღირებულება 36.51 ლარი დაფიქსირდა, მათ შორის, 15-20 ოქტომბრისა და 23-27 ოქტომბრის პერიოდში.

საანგარიშო პერიოდის ბოლოს, თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დაახლოებით 1.8%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება eKalata-ს პორტალზე წარმოდგენილი 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარ ყველაზე იაფ კალათას, ოქტომბრის განმავლობაში მისი ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.

არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე მაღალი ღირებულება 14 ოქტომბერს დაფიქსირდა და 30.69 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი ღირებულება 29-31 ოქტომბრის პერიოდში დაფიქსირდა და 26.31 ლარი იყო.

საანგარიშო პერიოდის ბოლოს, თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დაახლოებით 7%-ით შემცირდა.

ამასთან, eKalata-ს პორტალზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება პორტალის ამოქმედებიდან - ივლისიდან, ოქტომბრის ბოლომდე დაახლოებით 15%-ით შემცირდა. კერძოდ, ივლისის დასაწყისში კალათის ღირებულება 42.96 ლარს შეადგენდა, ხოლო 31 ოქტომბერს - 36.46 ლარს.

არასასურსათო კალათის შემთხვევაში, რომლის ფასების აღრიცხვაც 3 აგვისტოდან დაიწყო, საწყის მაჩვენებელთან (38.16 ლარი) შედარებით, 31 ოქტომბრისთვის (26.31 ლარი) ღირებულება დაახლოებით 31%-ით შემცირდა.

www.ekalata.gov.ge მომხმარებლებს ყოველდღიურად აძლევს შესაძლებლობას, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში, შექმნან ინდივიდუალური კალათა და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოwww.ekalata.gov.ge - ოქტომბრის თვის ფასების დინამიკა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
www.ekalata.gov.ge - ოქტომბრის თვის ფასების დინამიკაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები