,, მოვითხოვთ რეჟიმის გასამართლებას, მარტო პარტიების აკრძალვა არ არის საკმარისი” – ია მეტრეველი
მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი აცხადებს, რომ მარტო პარტიების აკრძალვა საკმარისი არ არის და სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას მოითხოვს.

მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი:
,,სააკაშვილის სასტიკი რეჟიმი, დაგვიანებით მაგრამ აუცილებლად უნდა გასამართლდეს. ყველამ უნდა აგოს პასუხი მათ მიერ ჩადენილ სისატიკეებზე . მარტო პარტიების აკრძალვა არ არის საკმარისი. გული ვეღარ უძლებს, რეებს ყვებიან ადამიანები ,რა ჯოჯოხეთი გამოატარეს საკუთარ თავზე ნაც ფაშისტებმა, ენით აუწერელი სისატიკეები. სამწუხაროდ ,დღემდე შერჩენილი აქვთ ყველაფერი , ხალხი დღემდე უსახლკაროდ, ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ, ამ გარეწრებს კი ბანკები და უამრავი ქონებები აქვთ, თუ ხალხისგან თუ სახელმწიფოსგან წართმეული. მოვითხოვთ რეჟიმის გასამართლებას, მარტო პარტიების აკრძალვა არ არის საკმარისი.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…