25 000-ზე მეტი დევნილი, რომელიც 2008 წლის მერე მივიღეთ ცხინვალის რეგიონიდან, მაშინდელმა ხელისუფლებამ საზარბაზნე ხორცად გაწირა - ეს იყო უდიდესი დანაშაული მოსახლეობის წინაშე - თამაზ ბესტაევი
ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი აცხადებს, რომ 2008 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ 25 000 დევნილი საზარბაზნე ხორცად გაწირა და ხალხი ევაკუაციის გარეშე შეატოვა. მისი თქმით, ამ დანაშაულის გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეს.
ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის,
თამაზ ბესტაევის განცხადებით, 25 000 დევნილი, რომელიც ქვეყანამ 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო, მაშინდელმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, საზარბაზნე ხორცად გაწირა.
როგორც თამაზ ბესტაევმა "დებატების" ეთერში განმარტა, ეს ხალხი ღმერთმა გადაარჩინა, რადგან ხელისუფლებას ევაკუაციის შესახებ ისინი არ გაუფრთხილებია და მათ რეგიონი თვითნებურად დატოვეს, დარჩენილი მოხუცები კი ოკუპანტებმა დახვრიტეს.
"2008 წლის მოვლენები, 4-დღიანი ტრაგედია, რაც მოხდა, ეს დიდი უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა, რაღაც გაელვებასავით იყო, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილი დაგვიტოვა ყველას. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ 25 000-ზე მეტი დევნილი, რომელიც 2008 წლის მერე მივიღეთ ცხინვალის რეგიონიდან, პრაქტიკულად, საზარბაზნე ხორცად გაწირეს და გაიმეტეს. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთმა გადაარჩინა ეს ხალხი, რომლებმაც თვითნებურად დატოვეს რეგიონი. ვინც დარჩა, მოხუცები, წარმოიდგინეთ, რამდენად აგრესიულად შემოვიდნენ ოკუპანტები, რომ ვინც დარჩა მოხუცი, 80-85 წლის მოხუცები დახვრიტეს, დაწვეს, ცოცხალი არავინ არ დატოვეს. წარმოიდგინეთ, იქ ახალგაზრდობა რომ დარჩენილიყო და მოსახლეობა სრულად რომ დარჩენილიყო და თვითნებურად არ დაეტოვებინათ რეგიონი, რა ხოცვა-ჟლეტა ატყდებოდა და მსხვერპლი ექნებოდა ჩვენს ქვეყანას, დამატებით.
მე მაშინაც ვთქვი, 2008 წლის 8 აგვისტომდე, ცხინვალში, ბატონმა სოზარმა კარგად იცის, უკვე ივლისის დასაწყისში, სეპარატისტულმა რეჟიმმა ცხინვალიდან დაიწყო ევაკუაცია ბავშვების და ქალების. ეს ტელევიზიითაც იყო და ჩვეულებრივ ყველა უყურებდა. კითხვები კი იბადებოდა და ადამიანს ჰქონდა განცდა, ისინი რატომ გადიან? რაღაც წინაპირობა იყო, რაღაც საშიშროება იდგა, რაღაცისთვის ემზადებოდნენ, ან რაღაც იცოდნენ, თუმცა აქეთ მიდიოდა აღმშენებლობა იმ რეგიონში, არავინ ამაზე არ საუბრობდა, არც უსაფრთხოებაზე, თუნდაც ის, რომ ელემენტარულად ეზრუნათ და მათი უსაფრთხოების მიზნით - ვაიდა, რაღაც მოხდეს, მოდი, ეს ხალხი გამოვიყვანო, მაქსიმალურად ის რაოდენობა, რაც იმათ გაჰყავთ - ბავშვები, ქალები, მოხუცები, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ... პრაქტიკულად, ჰქონდათ ამის წინაპირობა.
ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სპეცსამსახურები, არანაკლები მსოფლიო დონის სპეცსამსახურები, რომლებმაც, დარწმუნებული ვარ, ყველამ მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლებას, რა მზადდებოდა, როგორ მზადდებოდა ეს ყველაფერი, ეს წინაპირობა ომისთვის და ძალიან კარგად იცოდნენ ეს ყველაფერი, უბრალოდ, ხალხი შეატოვეს, რომ შემდგომში ხმამაღლა ეთქვათ, გინდაც ჩვენი მეგობარი ევროპელებისთვის, რამდენად ცუდია რუსეთი. მეტი არაფერი... აი, იმის გამო გაწირეს 25 000 ადამიანი, რომლებიც ღმერთმა გადაარჩინა და გამოვიდა ის ხალხი თავისით", - განაცხადა თამაზ ბესტაევმა.
მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აღარ უნდა ჰქონდეს.
"ამ ყველაფრის შემდეგ, აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია მთავრობაში მოსვლაზე - ხელისუფლებაში განმეორებით მობრძანებასა და სხვების დადანაშაულებაზე. ეს იყო უდიდესი დანაშაული მოსახლეობის წინაშე", - განაცხადა თამაზ ბესტაევმა.
ციტატები სტატიიდან
„2008 წლის მოვლენები, 4-დღიანი ტრაგედია, რაც მოხდა, ეს დიდი უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა, რაღაც გაელვებასავით იყო, მაგრამ ძალიან დიდი ტკივილი დაგვიტოვა ყველას. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ 25 000-ზე მეტი დევნილი, რომელიც 2008 წლის მერე მივიღეთ ცხინვალის რეგიონიდან, პრაქტიკულად, საზარბაზნე ხორცად გაწირეს და გაიმეტეს. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთმა გადაარჩინა ეს ხალხი, რომლებმაც თვითნებურად დატოვეს რეგიონი. ვინც დარჩა, მოხუცები, წარმოიდგინეთ, რამდენად აგრესიულად შემოვიდნენ ოკუპანტები, რომ ვინც დარჩა მოხუცი, 80-85 წლის მოხუცები დახვრიტეს, დაწვეს, ცოცხალი არავინ არ დატოვეს. წარმოიდგინეთ, იქ ახალგაზრდობა რომ დარჩენილიყო და მოსახლეობა სრულად რომ დარჩენილიყო და თვითნებურად არ დაეტოვებინათ რეგიონი, რა ხოცვა-ჟლეტა ატყდებოდა და მსხვერპლი ექნებოდა ჩვენს ქვეყანას, დამატებით. მე მაშინაც ვთქვი, 2008 წლის 8 აგვისტომდე, ცხინვალში, ბატონმა სოზარმა კარგად იცის, უკვე ივლისის დასაწყისში, სეპარატისტულმა რეჟიმმა ცხინვალიდან დაიწყო ევაკუაცია ბავშვების და ქალების. ეს ტელევიზიითაც იყო და ჩვეულებრივ ყველა უყურებდა. კითხვები კი იბადებოდა და ადამიანს ჰქონდა განცდა, ისინი რატომ გადიან? რაღაც წინაპირობა იყო, რაღაც საშიშროება იდგა, რაღაცისთვის ემზადებოდნენ, ან რაღაც იცოდნენ, თუმცა აქეთ მიდიოდა აღმშენებლობა იმ რეგიონში, არავინ ამაზე არ საუბრობდა, არც უსაფრთხოებაზე, თუნდაც ის, რომ ელემენტარულად ეზრუნათ და მათი უსაფრთხოების მიზნით - ვაიდა, რაღაც მოხდეს, მოდი, ეს ხალხი გამოვიყვანო, მაქსიმალურად ის რაოდენობა, რაც იმათ გაჰყავთ - ბავშვები, ქალები, მოხუცები, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ... პრაქტიკულად, ჰქონდათ ამის წინაპირობა. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი სპეცსამსახურები, არანაკლები მსოფლიო დონის სპეცსამსახურები, რომლებმაც, დარწმუნებული ვარ, ყველამ მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლებას, რა მზადდებოდა, როგორ მზადდებოდა ეს ყველაფერი, ეს წინაპირობა ომისთვის და ძალიან კარგად იცოდნენ ეს ყველაფერი, უბრალოდ, ხალხი შეატოვეს, რომ შემდგომში ხმამაღლა ეთქვათ, გინდაც ჩვენი მეგობარი ევროპელებისთვის, რამდენად ცუდია რუსეთი. მეტი არაფერი... აი, იმის გამო გაწირეს 25 000 ადამიანი, რომლებიც ღმერთმა გადაარჩინა და გამოვიდა ის ხალხი თავისით“
„ამ ყველაფრის შემდეგ, აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია მთავრობაში მოსვლაზე - ხელისუფლებაში განმეორებით მობრძანებასა და სხვების დადანაშაულებაზე. ეს იყო უდიდესი დანაშაული მოსახლეობის წინაშე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…