გიორგი სოსიაშვილი ევრობიუროკრატების განცხადებებზე: „საქართველოსთან, ჩვენს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ასეთი ტონით საუბარი არ გამოადგებათ და არასოდეს გაუვათ, რადგან ჩვენ არავის ვასალად არ გადავიქცევით“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო არავის ვასალად არ გადაიქცევა და ევრობიუროკრატებს ქვეყანაში საკუთარი აგენტურის შენარჩუნების მცდელობასა და ხელისუფლებაზე დარტყმების განხორციელებაში ადანაშაულებს.

„საქართველოსთან, ჩვენს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ასეთი ტონით საუბარი არ გამოადგებათ და არასოდეს გაუვათ, რადგან ჩვენ არავის ვასალად არ გადავიქცევით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ევრობიუროკრატების განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
„ევრობიუროკრატების დაჟინებული მოთხოვნა იყო, თავიანთი აგენტურა შეენარჩუნებინათ საქართველოში და ქვეყანა ემართათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით – ომში ჩვენს ჩათრევაზე, არატრადიციული ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და პროპაგანდაზე და ა.შ. – მათ დაკვეთას შეასრულებდნენ. ამის გამკეთებელი ხელისუფლება რომ ვერ დაინახეს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ამოიჩემეს ასე დაჟინებით და დაიწყეს დარტყმები საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგრამ ვერაფერი დაგვაკლეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე (რადას წარმომადგენელს ვგულისხმობ) გამოვიდა და დაგვამუნათა, როგორ თუ საქართველოში პარტიები უნდა აკრძალოთო, და ამ დროს თვითონ არის ხელისმომწერი უკრაინაში პარტიების აკრძალვაზე. 22 პარტია აიკრძალა უკრაინაში, 8 პარტია – მოლდოვაში, 150-ზე მეტი კი აკრძალულია ევროპის სახელმწიფოებში ბოლო წლებში. როცა ეს პარტიები იკრძალებოდა, მაშინ რატომ არ ჰქონდათ პროტესტი? ესე იგი, უკრაინაში შეიძლებოდა პარტიების აკრძალვა, რომლებსაც მათთვის არასასურველი პოზიცია ჰქონდათ, ხოლო საქართველოში ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას აკრიტიკებენ – მაშინ, როცა ეს რადიკალური პარტიები და ანტიკონსტიტუციური ძალები ქვეყანას დაღუპვას უქადიან და არაერთი რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობა მოაწყვეს.
პირდაპირ გეტყვით: ვინ ჰკითხავთ მათ? ვინ ჰკითხავს უკრაინის ყოფილ ჩინოსანს, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაშია მოყუჩებული და იქიდან ჩვენ ჭკუას გვასწავლის, რომ თურმე უფლება არ გვაქვს, საქართველოში ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ? წარმოუდგენელი ამბავია! აი, ეს არის ჩვენთვის წყალგამყოფი და წითელი ხაზი – ჩვენ არავის ვასალად არ გადავიქცევით. ისინი უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ საქართველოსთან, ჩვენს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ასეთი ტონით საუბარი არ გამოადგებათ და არასოდეს გაუვათ, რადგან ჩვენს ქვეყანაში აგენტურის ადგილი არ არის“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოსთან, ჩვენს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ასეთი ტონით საუბარი არ გამოადგებათ და არასოდეს გაუვათ, რადგან ჩვენ არავის ვასალად არ გადავიქცევით“
„ევრობიუროკრატების დაჟინებული მოთხოვნა იყო, თავიანთი აგენტურა შეენარჩუნებინათ საქართველოში და ქვეყანა ემართათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით – ომში ჩვენს ჩათრევაზე, არატრადიციული ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და პროპაგანდაზე და ა.შ. – მათ დაკვეთას შეასრულებდნენ. ამის გამკეთებელი ხელისუფლება რომ ვერ დაინახეს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ამოიჩემეს ასე დაჟინებით და დაიწყეს დარტყმები საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგრამ ვერაფერი დაგვაკლეს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე (რადას წარმომადგენელს ვგულისხმობ) გამოვიდა და დაგვამუნათა, როგორ თუ საქართველოში პარტიები უნდა აკრძალოთო, და ამ დროს თვითონ არის ხელისმომწერი უკრაინაში პარტიების აკრძალვაზე. 22 პარტია აიკრძალა უკრაინაში, 8 პარტია – მოლდოვაში, 150-ზე მეტი კი აკრძალულია ევროპის სახელმწიფოებში ბოლო წლებში. როცა ეს პარტიები იკრძალებოდა, მაშინ რატომ არ ჰქონდათ პროტესტი? ესე იგი, უკრაინაში შეიძლებოდა პარტიების აკრძალვა, რომლებსაც მათთვის არასასურველი პოზიცია ჰქონდათ, ხოლო საქართველოში ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას აკრიტიკებენ – მაშინ, როცა ეს რადიკალური პარტიები და ანტიკონსტიტუციური ძალები ქვეყანას დაღუპვას უქადიან და არაერთი რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობა მოაწყვეს. პირდაპირ გეტყვით: ვინ ჰკითხავთ მათ? ვინ ჰკითხავს უკრაინის ყოფილ ჩინოსანს, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაშია მოყუჩებული და იქიდან ჩვენ ჭკუას გვასწავლის, რომ თურმე უფლება არ გვაქვს, საქართველოში ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ? წარმოუდგენელი ამბავია! აი, ეს არის ჩვენთვის წყალგამყოფი და წითელი ხაზი – ჩვენ არავის ვასალად არ გადავიქცევით. ისინი უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ საქართველოსთან, ჩვენს ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან ასეთი ტონით საუბარი არ გამოადგებათ და არასოდეს გაუვათ, რადგან ჩვენს ქვეყანაში აგენტურის ადგილი არ არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…