პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კოტე კემულარია: „პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში – სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა“

საქართველოს პროკურატურა

პოლიტიკოს კოტე კემულარიას განცხადებით, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებებში ყოვლისმომცველად ერეოდა და სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, მას ამხელა უფლებები არ ექნებოდა. მისი თქმით, გამამართლებელი განაჩენები თითქმის არ იყო, პროკურორ ადეიშვილს კი განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდა.

კოტე კემულარია: „პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში – სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა“
POSTV

„პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში – სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა“, – ამის შესახებ ამის შესახებ პოლიტიკოსმა, კოტე კემულარიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ძალიან მაღალი პროცენტი იყო ჩარევებისა. თითქმის არ ყოფილა გარდა ერთეული შემთხვევებისა გამამართლებელი განაჩენები, რაც არაჯანსაღი და არაბუნებრივი პროცესია. პროკურატურა ზომაზე მეტად, აბსოლუტურად ყოვლისმომცველი მასშტაბით ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში, ამას დღესაც ვუყურებთ სამწუხაროდ. სამწუხაროდ, ცოტა ხანს მომიწია სასამართლო სისტემაში მუშაობა, განსახორციელებელი იყო სერიოზული სასამართლო რეფორმა, ამაზე სულ ვსაუბრობდით, ვიბრძოდით, რომელიც არც მაშინ მივიდა ბოლომდე…

სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა. პროკურორი ამ დროს არის ადეიშვილი და ყველამ იცის ადეიშვილის განუსაზღვრელი უფლებები.

არსებობს ჩანაწერები, სადაც ვამბობ, ვეუბნები მოსამართლეებს საჯაროდ კონფერენციაზე, რომ არ დაემორჩილონ ადეიშვილს. მოსამართლე აბსოლუტურად დამოუკიდებელია, კონსტიტუციაში ასე უწერია.

მე არც მაშინ და არც ახლა ვიზიარებ იმას, რომ პროკურატურის მიერ გამოძიებული და პროკურატურის მიერ დაწერილი საბრალდებო დასკვნა ყოფილიყო ფეტიში ან უკრიტიკოდ მისაღები”, – განაცხადა კოტე კემულარიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა - კოტე კემულარია
  2. იმედინიუსისამთავრობოკოტე კემულარია: პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში – სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა“
კოტე კემულარია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კოტე კემულარია: პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები