დიდი ბრიტანეთი მიგრანტებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების ვადებს ცვლის
დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბალშემოსავლიანი მიგრანტებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღები ვადა 5-დან 10 წლამდე გაიზრდება, ხოლო წელიწადში 125 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი შემოსავლის მქონე პირები მის მიღებას 3 წელიწადში შეძლებენ.

დიდი ბრიტანეთი მიგრანტებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების ვადებს ცვლის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივით, მიგრანტების ნაწილისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღები ვადა შემცირდება, ხოლო ნაწილისთვის სტანდარტული ვადა 5-დან 10 წლამდე გაიზრდება.
მუდმივი ბინადრობის მისაღებად მოქმედი 5-წლიანი ცხოვრების ვადა იმ მიგრანტებისთვის შენარჩუნდება, რომელთა შემოსავალი წელიწადში 50 ათას გირვანქა სტერლინგს აღემატება. ასევე, ძველი წესები ჯანდაცვისა და განათლების სისტემაში დასაქმებულ ადამიანებზე გავრცელდება.
ის პირები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 125 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტია, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღებას კიდევ უფრო სწრაფად, 3 წელიწადში შეძლებენ.
მიგრანტების სხვა კატეგორიისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების წესები მკაცრდება.
დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ის მიგრანტები, რომელთა შემოსავალი 50 ათას გირვანქა სტერლინგზე ნაკლებია, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანას 5 წლის ნაცვლად 10 წლის შემდეგ შეძლებენ.
ამასთან, არალეგალი მიგრანტები და ის პირები, რომლებმაც სავიზო პირობები დაარღვიეს, დიდ ბრიტანეთში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღებას 20 წლის შემდეგ შეძლებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…