სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, არის ტყუილი!
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას როინ შავაძის მიერ რუსული დაზვერვისთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდება არც ყოფილა და არც მტკიცებულებები არსებობს.
ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, "დებატების" ეთერში, როინ შავაძის მკვლელობის საქმეს იხსენებს და აცხადებს, რომ რაც მიხეილ სააკაშვილმა შავაძის შესახებ ისაუბრა, სიცრუეა.
"რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძის საქმეზე და თქვა, რომ ეს იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარის კოორდინატებსო, რაც არის ტყუილი!
მსგავსი ბრალდება როინ შავაძის მიმართ არც ყოფილა, არც არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და, იქვე, პრაქტიკულად მან გაამართლა როინ შავაძის მკვლელობა.
კიდევ ერთხელ, სტრასბურგს დავეყრდნობი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ შავაძე გაქცევას აპირებდა და მისი მოკვლა იყო აუცილებელი, არც მის მიმართ რაიმე ძალის გამოყენება იყო საჭირო. ასევე, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ შავაძე იყო ნაწამები, სანამ გარდაიცვლებოდა," - აცხადებს სოზარ სუბარი.
ციტატები სტატიიდან
„რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძის საქმეზე და თქვა, რომ ეს იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარის კოორდინატებსო, რაც არის ტყუილი! მსგავსი ბრალდება როინ შავაძის მიმართ არც ყოფილა, არც არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და, იქვე, პრაქტიკულად მან გაამართლა როინ შავაძის მკვლელობა. კიდევ ერთხელ, სტრასბურგს დავეყრდნობი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ შავაძე გაქცევას აპირებდა და მისი მოკვლა იყო აუცილებელი, არც მის მიმართ რაიმე ძალის გამოყენება იყო საჭირო. ასევე, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ შავაძე იყო ნაწამები, სანამ გარდაიცვლებოდა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…