პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიციამ ნარკოდანაშაულის საქმეზე ცოლ-ქამარი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გავრცელების არაერთი ფაქტი აღკვეთა

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცოლ-ქმარი, მოლდოვის მოქალაქეები და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ავტომობილის სამალავიდან და საცხოვრებელი ბინებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

კლიენტებისთვის განკუთვნილი "ალფა პვპ" 352 შეკვრად დააფასოვეს და სამალავებში დასადებად გაამზადეს. ე.წ დამდებები, "კურიერის" ინფორმაციით, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გავრცელების არაერთი ფაქტი აღკვეთა.

ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სამხედრო დასახლებაში იყვნენ მობილიზებულები - იქ, სადაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები დროებით ცხოვრობდნენ. ცნობილია დაკავების ოპერაციის კონკრეტული დეტალები.

საცხოვრებელი ბინიდან გამოსული ცოლ-ქმარი ავტომობილში ჩაჯდა, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, მათი მანქანა პოლიციამ სოფელ ვაზიანში შეაჩერა და გაჩხრიკა. საგამოძიებო მოქმედებების დროს, სამართალდამცველებმა ავტომობილში მოწყობილი, სპეციალური სამალავიდან ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ნარკოდანაშაულის საქმეში აქტიურად იყო ჩართული - ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. "კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცები "მეთადონის" რეალიზაციას ინტერნეტაპლიკაციებით უწყობდნენ ხელს.

მოლდოვის მოქალაქეები თბილისში ცხოვრობდნენ. სახლიდან გამოსულები, ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს და დაფასოებული "მეთადონი" ამოიღეს. სავარაუდოდ, ორივე მათგანი მანამდე დააკავეს, ვიდრე ე.წ. ფაქტებს გაანაწილებდნენ.

"კურიერი" იმ სახლის მეპატრონეს ესაუბრა, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები დროებით ცხოვრობდნენ. ირკვევა, რომ ნარკოტიკი პოლიციამ ნაქირავები ბინიდანაც ამოიღო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თბილისში, კიდევ სამი პირია დაკავებული. ისინიც ნარკოტიკებს სხვადასხვა ფორმით ავრცელებდნენ.

"ალფ პვპ", "მეფედრონი", "მეთადონი", "კლეფედრონი", "მდმა", გამომშრალი "მარიხუანა“ და "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" - ეს ნარკოტიკული საშუალებები ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის თანამშრომლებმა სხვადასხვა მისამართზე ჩატარებული საგანძოებო მოქმედებების დროს ამოიღეს.

ნარკოტიკებთან ერთად, ნარკოდანაშაულის საქმეში სხვა ნივთმტკიცებებიც დევს. მათ შორის - დაფასოებისთვის საჭირო მოწყობილობები.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ამოღებულია 352 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი – დაკავებულია 7 პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები