პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა, რომლებსაც რეგიონის მთავრობისგან დამატებით ხუთ-ხუთი ათასი ლარი გადაეცემათ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
იმედინიუსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირანდა ხაჯიშვილს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ პედაგოგებს პროფესიული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ მასწავლებლებს განსაკუთრებული როლი აქვთ ახალგაზრდების განათლებაში, მათი შესაძლებლობების განვითარებასა და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.

მზიური შავაძე ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, ხოლო მირანდა ხაჯიშვილი თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. გამარჯვებულ პედაგოგებს აჭარის მთავრობისგან დამატებით ხუთ-ხუთი ათასი ლარი გადაეცემათ.

მასწავლებლის ეროვნული პრემია საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გაიცემა. წელს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს, ქვეყნის მასშტაბით ათ პედაგოგს სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და 10 000 ლარის ფულადი ჯილდო გადაეცა.

აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრას გასული წლების გამარჯვებული პედაგოგები და რეგიონის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები