"ოცნებამ" წარმატებული ემიგრანტები დააჯილდოვა - არაფერი თქმულა საზღვარგარეთ საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ მცხოვრები წარმატებული ქართველები დააჯილდოეს, თუმცა ღონისძიებაზე არ უსაუბრიათ საარჩევნო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ემიგრანტები საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ ხმას. ცვლილების თანახმად, 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის მათ საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ. ამ ფონზე კახაბერ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მზად არის, ემიგრანტებს მგზავრობის ხარჯები თავად დაუფაროს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველები დააჯილდოეს. ღონისძიებაზე ირაკლი ზარქუამ დიასპორის წარმომადგენლებს სიგელები გადასცა, ემიგრანტებს სიტყვით მიმართეს შალვა პაპუაშვილმა და ნინო წილოსანმაც. მმართველი გუნდის წევრები საუბრობდნენ ხელისუფლების საქმიანობასა და იმაზე, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის. თუმცა ღონისძიებაზე არ უხსენებიათ საარჩევნო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ემიგრანტები არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.
ცვლილებას მხარი სწორედ ამ მოწვევის პარლამენტმა დაუჭირა. შესაბამისად, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ემიგრანტებს ხმის მისაცემად საქართველოში ჩამოსვლა მოუწევთ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობა კი მათთვის დამატებით დროსა და ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
ბევრი ემიგრანტი საქართველოში წლების განმავლობაში ვერ ბრუნდება და ფინანსური თუ სხვა მიზეზების გამო ოჯახის წევრების მონახულებასაც ვერ ახერხებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად შეძლებენ ისინი მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოში ჩამოსვლას.
ამ ფონზე კახაბერ ცერცვაძე აცხადებს, რომ მზად არის, 2028 წლის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლის ხარჯები თავად დაუფაროს იმ ემიგრანტებს, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ, თუმცა მგზავრობის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…