პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა

ინგლისის ჩემპიონშიპის მატჩში „პორტსმუტთან“ ნულოვანი ფრის შემდეგ, „ბარნლიმ“ საკუთარ მოედანზე მოუგებელი სერია 22 მატჩამდე გაზარდა და ინგლისის ანტი-რეკორდი დაამყარა. გუნდმა საკუთარ არენაზე გამარჯვება 378 დღეა ვერ მოიპოვა.

ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
სპორტალი

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-13 ტურში "ბარნლიმ" "პორტსმუტს" უმასპინძლა, ნულოვანი ფრე ითამაშა და ინგლისის მასშტაბით ანტი-რეკორდის მფლობელი გახდა.

"კლერტები" უკვე 22 მატჩია საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის მატჩებს ვერ იგებენ, რაც ჯამში 378 დღეს მოიცავს. წინა ანტი-რეკორდი "შეფილ უენდსის" ეკუთვნოდა, რომელიც საკუთარ არენაზე მეტოქეებს 376 დღე ვერ ამარცხებდა.

სათქმელია ისიც, რომ "ბარნლი" გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში ასპარეზობდა, საიდანაც გავარდა და ახლა ჩემპიონშიპში გამოდის. კლუბმა ბოლოს საკუთარ მოედანზე მეტოქეს 2025 წლის 18 ოქტომბერს სძლია, როდესაც "ლიდსი" 2:0 დაამარცხა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენესწაიკითხე

უახლესი ამბები