პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: საფრანგეთში სტუდენტები 3 და 5 ნოემბერს "შავ დღეებს" აანონსებენ

საფრანგეთის სტუდენტთა ეროვნულმა კავშირმა (UNEF) 3 და 5 ნოემბერს „შავი დღეები“ დააანონსა და სტუდენტებს უნივერსიტეტების ბლოკირებისა და ქუჩებში მასობრივად გამოსვლისკენ მოუწოდა.

მედია: საფრანგეთში სტუდენტები 3 და 5 ნოემბერს "შავ დღეებს" აანონსებენ
რუსთავი 2

საფრანგეთის სტუდენტთა ეროვნული კავშირი (UNEF) სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში 3 და 5 ნოემბერს "შავ დღეებს" აანონსებს.

ორგანიზაცია ამ დღეებში სტუდენტური საერთო კრებების გამართვისა და უნივერსიტეტების ბლოკირების მოწოდებით გამოდის.

"მთავრობას ჩვენი მოსმენა არ სურს? 3 ნოემბერს უნივერსიტეტებში "შავი დღე" მოვაწყოთ - დაესწარით საერთო კრებებს და დაბლოკეთ თქვენი უნივერსიტეტები. 5 ნოემბერს კი მასობრივად გამოვიდეთ ქუჩებში!" - წერს სტუდენტური გაერთიანება.

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში სასწავლო დაწესებულებების ბლოკირება დღეს განახლდა. სკოლების ბლოკირების მოწოდებით, გუშინ მოსწავლეთა ორგანიზაცია Les Lycéens!-ი გამოვიდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში, მოსწავლეთა ორგანიზაცია Les Lycéens!-ი 2 ნოემბრიდან საშუალო სკოლების ბლოკირების მოწოდებით გამოდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები