პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დმიტრო კულება: ახლა ამბობენ, რომ 2022 წლის მიწურულს რუსეთთან შეთანხმების გაფორმების შანსი არსებობდა - სხვათა შორის, ვეთანხმები, მცდელობად ღირდა

უკრაინის ყოფილი საგარეო მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, 2022 წლის მიწურულს რუსეთთან შეთანხმების შანსი არსებობდა და მცდელობად ღირდა, თუმცა საზოგადოებრივი ეიფორიის ფონზე ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდა და შედეგს მაინც ვერ მიაღწევდნენ.

დმიტრო კულება: ახლა ამბობენ, რომ 2022 წლის მიწურულს რუსეთთან შეთანხმების გაფორმების შანსი არსებობდა - სხვათა შორის, ვეთანხმები, მცდელობად ღირდა
იმედინიუსი

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას 2022 წლის მიწურულს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა ჰქონდა.

„ზელენსკი იმ მომენტში ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სამხედრო ლიდერი იყო. მას მკაფიოდ ესმოდა საზოგადოების განწყობები. ახლა ამბობენ, რომ 2022 წლის მიწურულს რუსეთთან შეთანხმების გაფორმების შანსი არსებობდა. სხვათა შორის, ვეთანხმები - მცდელობად ღირდა“, - აღნიშნა მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

„მაგრამ როგორ უნდა გაგეკეთებინა ეს, როდესაც საზოგადოებაში ეიფორია სუფევს: კიდევ ცოტაც და ჩვენი ისტორიის 300 წელს დავიბრუნებთ, „მოსკალებს“ დავსჯით? ხალხი ენთუზიაზმითაა სავსე: 1991 წლის საზღვრები. ხელისუფლებაც ზუსტად ასე მოიქცა და მეც ანთებული ვიყავი ამ იდეით. ერთადერთი, მესმოდა: თავისთავად 1991 წლის საზღვრები მშვიდობას ვერ მოიტანდა. პუტინი არ გამოვიდოდა და არ იტყოდა: „კეთილი, თქვენ მე გამაძევეთ. ნახვამდის, როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ“. თუმცა ვეთანხმებოდი იდეას, რომ იმ მომენტში შესაძლებელი იყო მათთვის უკან დახევა გვეიძულებინა. როგორ უნდა უთხრა საზოგადოებას ასეთ ვითარებაში: ახლა კი შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეხების ხაზის გასწვრივ?“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, 2022 წლის მიწურულს ფრონტზე ვითარება უკვე უკრაინის საზიანოდ შეიცვალა, ხოლო 2023 წლის გაზაფხულზე ბახმუტი დაეცა.

„ჩვენი კონტრშეტევა შენელდა და პუტინს გაჩერების მოტივი აღარ დარჩა. ასე რომ, თეორიულ დონეზე, 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოლაპარაკების მცდელობა შესაძლებელი იყო, თუმცა ღრმად მწამს, რომ შედეგს მაინც ვერ მივაღწევდით“, - დასძინა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზელენსკი იმ მომენტში ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სამხედრო ლიდერი იყო. მას მკაფიოდ ესმოდა საზოგადოების განწყობები. ახლა ამბობენ, რომ 2022 წლის მიწურულს რუსეთთან შეთანხმების გაფორმების შანსი არსებობდა. სხვათა შორის, ვეთანხმები - მცდელობად ღირდა“
„მაგრამ როგორ უნდა გაგეკეთებინა ეს, როდესაც საზოგადოებაში ეიფორია სუფევს: კიდევ ცოტაც და ჩვენი ისტორიის 300 წელს დავიბრუნებთ, „მოსკალებს“ დავსჯით? ხალხი ენთუზიაზმითაა სავსე: 1991 წლის საზღვრები. ხელისუფლებაც ზუსტად ასე მოიქცა და მეც ანთებული ვიყავი ამ იდეით. ერთადერთი, მესმოდა: თავისთავად 1991 წლის საზღვრები მშვიდობას ვერ მოიტანდა. პუტინი არ გამოვიდოდა და არ იტყოდა: „კეთილი, თქვენ მე გამაძევეთ. ნახვამდის, როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ“. თუმცა ვეთანხმებოდი იდეას, რომ იმ მომენტში შესაძლებელი იყო მათთვის უკან დახევა გვეიძულებინა. როგორ უნდა უთხრა საზოგადოებას ასეთ ვითარებაში: ახლა კი შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეხების ხაზის გასწვრივ?“
„ჩვენი კონტრშეტევა შენელდა და პუტინს გაჩერების მოტივი აღარ დარჩა. ასე რომ, თეორიულ დონეზე, 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მოლაპარაკების მცდელობა შესაძლებელი იყო, თუმცა ღრმად მწამს, რომ შედეგს მაინც ვერ მივაღწევდით“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სპეციალური ოპერაციების ძალების 73-ე საზღვაო ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებმა მტრის საწყობზე ზუსტი დარტყმა განახორციელესწაიკითხე

უახლესი ამბები