პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ კეკენაძე – თითოეული ოპოზიციური პარტია ნათლად წარმოადგენდა აბსურდულობას, რაც სარჩელში ვიხილეთ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, პროპაგანდისტული ხრიკებით შექმნას განცდა, თითქოს ოპოზიციას არ აქვს არგუმენტები

გახარია საქართველოსთვისქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლონეიტრალური საქართველონაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტები

თამარ კეკენაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სამართლებრივად დაუსაბუთებელია და მისი მთავარი მიზანი პოლიტიკური ველიდან დამოუკიდებელი ძალების განდევნაა.

თამარ კეკენაძე – თითოეული ოპოზიციური პარტია ნათლად წარმოადგენდა აბსურდულობას, რაც სარჩელში ვიხილეთ, „ქართული ოცნება“ ცდილობს, პროპაგანდისტული ხრიკებით შექმნას განცდა, თითქოს ოპოზიციას არ აქვს არგუმენტები
პირველი არხი

პარტიის „გახარია — საქართველოსთვის“ წევრის, თამარ კეკენაძის განცხადებით, დღემდე გაუგებარია, რას ედავება სარჩელით „ქართული ოცნება“ მათ პოლიტიკურ გუნდს.

კეკენაძის თქმით, სარჩელის მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველიდან დამოუკიდებელი ოპოზიციური ძალების განდევნა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლის სხდომაც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს მოქალაქეებს ნათლად და მკაფიოდ დაანახა „ქართული ოცნების“ რეჟიმის სარჩელის აბსურდულობა. ამის მარტივი და ნათელი გამოხატულება იყო, რომ გორდულაძე ყოველი დღის ბოლოს ცდილობდა, საკუთარი საძინებლის ოთახიდან საკუთარი ამომრჩევლისთვის აეხსნა, რას ედავება ქართულ ოპოზიციას. ჩვენთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რას ედავება ის ჩვენს პარტიას. სარჩელის მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველიდან რეალურად დამოუკიდებელი ოპოზიციური ძალების განდევნა და ხელოვნური, ივანიშვილისთვის მისაღები პოლიტიკური ძალების შექმნა, რასაც ორი წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ მათი განცხადებებიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით. ვისმენდით, როგორ საუბრობდნენ ამაზე როგორც პაპუაშვილი, ისე კობახიძე. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, არის მათ მიერ შექმნილი პარტიები, ვგულისხმობ „ნეიტრალურ საქართველოს“. ამის პარალელურად, ვხედავთ პროცესებს, როგორ იქმნება სხვა პარტიები, რომლებიც ასევე ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეებს წარმოუჩინონ, როგორც ახალი დამოუკიდებელი ძალები. ეს არის ორი წლის წინ დაანონსებული პროცესი. ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად, დაუმალავად და მკაფიოდ დააფიქსირა 2024 წლის პერიოდში, თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, აიკრძალონ მიუღებელი პარტიები და, პირველ რიგში, გულისხმობდა გიორგი გახარიას და პარტიას „საქართველოსთვის“, შეიქმნას მის აღქმაში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალები. სწორედ ამ სცენარის განხორციელებას ვადევნებთ თვალყურს. ეს სარჩელი არის პოლიტიკური, სამართლებრივად დაუსაბუთებელი და თითოეული ოპოზიციური პარტია – და მე ვისაუბრებ ჩვენს პარტიაზე – ძალიან მწყობრად და ნათლად წარმოადგენდა იმ აბსურდულობას, რაც სარჩელში ვიხილეთ. „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს, პროპაგანდისტული ხრიკებით შექმნას განცდა, თითქოს ოპოზიციას არ აქვს არგუმენტები. ეს არის უსუსური მცდელობა და ნათელი დადასტურება, რომ ვერ ახერხებენ, დაარწმუნონ, მათ შორის, საკუთარი ამომრჩეველი, რატომ უნდა აიკრძალოს ჩვენი პარტია“, — განაცხადა თამარ კეკენაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. 30 ოქტომბერს დასრულდა ახსნა-განმარტების ეტაპი და სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის. ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლის სხდომაც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს მოქალაქეებს ნათლად და მკაფიოდ დაანახა „ქართული ოცნების“ რეჟიმის სარჩელის აბსურდულობა. ამის მარტივი და ნათელი გამოხატულება იყო, რომ გორდულაძე ყოველი დღის ბოლოს ცდილობდა, საკუთარი საძინებლის ოთახიდან საკუთარი ამომრჩევლისთვის აეხსნა, რას ედავება ქართულ ოპოზიციას. ჩვენთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რას ედავება ის ჩვენს პარტიას. სარჩელის მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველიდან რეალურად დამოუკიდებელი ოპოზიციური ძალების განდევნა და ხელოვნური, ივანიშვილისთვის მისაღები პოლიტიკური ძალების შექმნა, რასაც ორი წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ მათი განცხადებებიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავდით. ვისმენდით, როგორ საუბრობდნენ ამაზე როგორც პაპუაშვილი, ისე კობახიძე. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, არის მათ მიერ შექმნილი პარტიები, ვგულისხმობ „ნეიტრალურ საქართველოს“. ამის პარალელურად, ვხედავთ პროცესებს, როგორ იქმნება სხვა პარტიები, რომლებიც ასევე ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეებს წარმოუჩინონ, როგორც ახალი დამოუკიდებელი ძალები. ეს არის ორი წლის წინ დაანონსებული პროცესი. ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად, დაუმალავად და მკაფიოდ დააფიქსირა 2024 წლის პერიოდში, თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, აიკრძალონ მიუღებელი პარტიები და, პირველ რიგში, გულისხმობდა გიორგი გახარიას და პარტიას „საქართველოსთვის“, შეიქმნას მის აღქმაში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალები. სწორედ ამ სცენარის განხორციელებას ვადევნებთ თვალყურს. ეს სარჩელი არის პოლიტიკური, სამართლებრივად დაუსაბუთებელი და თითოეული ოპოზიციური პარტია – და მე ვისაუბრებ ჩვენს პარტიაზე – ძალიან მწყობრად და ნათლად წარმოადგენდა იმ აბსურდულობას, რაც სარჩელში ვიხილეთ. „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს, პროპაგანდისტული ხრიკებით შექმნას განცდა, თითქოს ოპოზიციას არ აქვს არგუმენტები. ეს არის უსუსური მცდელობა და ნათელი დადასტურება, რომ ვერ ახერხებენ, დაარწმუნონ, მათ შორის, საკუთარი ამომრჩეველი, რატომ უნდა აიკრძალოს ჩვენი პარტია“
თამარ კეკენაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბერდია სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს - ისტორია შეაფასებს ყველას, მოსარჩელესაც, მოპასუხესაც და სასამართლოსაც - მინდა გთხოვოთ, იდგეთ ისტორიის, დემოკრატიის და კონსტიტუციის ერთგულების მხარესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები