პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო ჯელაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია ინოვაციებისა და ფინანსური სტაბილურობის ერთმანეთთან თანხვედრა

საქართველოს ეროვნული ბანკი

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტ ნინო ჯელაძის განცხადებით, 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 33% ფინანსურ სექტორზე მოდიოდა. მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანი ინოვაციების ხელშეწყობისა და მკაცრი რეგულაციების თანხვედრაა.

ნინო ჯელაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია ინოვაციებისა და ფინანსური სტაბილურობის ერთმანეთთან თანხვედრა
იმედინიუსი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ თბილისში ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენციის DGFI 2026-ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ციფრული ფინანსების საერთაშორისო კონფერენცია ფინანსური სექტორის, ბიზნესის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ღონისძიება ციფრული ფინანსების განვითარების, ფინანსურ სექტორში ინოვაციების დანერგვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მსჯელობისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმაა.

მისასალმებელ სიტყვაში ნინო ჯელაძემ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარებაზე, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასა და რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების პოტენციალზე ილაპარაკა. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული როლი ქვეყანას რეგიონული ფინანსური ინტეგრაციისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებული და ლიკვიდურია, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. ამასთან, ქართული ბანკები აფართოებენ საქმიანობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და აძლიერებენ რეგიონულ პოზიციებს. 2025 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 33% ფინანსურ სექტორზე მოდიოდა, რაც სექტორისა და ქვეყნის განვითარების პოტენციალის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ნდობას ადასტურებს“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

კონფერენციაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების მხრივ გადადგმული ნაბიჯები განიხილა. მათ შორის ციფრული ბანკების ლიცენზირების ჩარჩოს დანერგვა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში უკვე სამი ციფრული ბანკი ოპერირებს, ასევე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის (VASP) სავალდებულო რეგისტრაციისა და ზედამხედველობის სრულყოფილი ჩარჩოს შექმნა, რომლის საფუძველზეც რეგისტრირებულია 40-ზე მეტი პროვაიდერი, მათ შორის საერთაშორისო ოპერატორები. ნინო ჯელაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სტეიბლკოინების პირველადი შეთავაზების სპეციალურ მარეგულირებელ ჩარჩოზეც, რომელიც ბაზარზე დაშვების, რეზერვებით უზრუნველყოფის, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა დაცვის მოთხოვნებს განსაზღვრავს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ინოვაციების ხელშეწყობა მკაფიო რეგულაციებსა და ეფექტიან ზედამხედველობას შეუთავსოს, რაც ციფრული ფინანსების მიმართ ნდობისა და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება.

„ფინანსების მომავალი მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს ისეთი ფინანსური სისტემის შექმნას, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, მდგრადი და სანდოა. საქართველოს ეროვნულ ბანკში გვესმის, რომ ინოვაციები და ფინანსური სტაბილურობა ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ხელი შევუწყოთ გარემოს, სადაც ახალი იდეები გაჩნდება, ბიზნესი განვითარდება და მომხმარებლები უკეთესი ფინანსური მომსახურებით ისარგებლებენ, ამავდროულად კი დაცული იქნება ფინანსური სისტემის მთლიანობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობონინო ჯელაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია, ინოვაციები და ფინანსური სტაბილურობა ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფინანსების მომავალი მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს ისეთი ფინანსური სისტემის შექმნას, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, მდგრადი და სანდოა. საქართველოს ეროვნულ ბანკში გვესმის, რომ ინოვაციები და ფინანსური სტაბილურობა ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა იყოს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ხელი შევუწყოთ გარემოს, სადაც ახალი იდეები გაჩნდება, ბიზნესი განვითარდება და მომხმარებლები უკეთესი ფინანსური მომსახურებით ისარგებლებენ, ამავდროულად კი დაცული იქნება ფინანსური სისტემის მთლიანობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა“
ნინო ჯელაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ნინო ჯელაძემ "თბილისის ფინანსური სამიტის" ფარგლებში ტრანსსასაზღვრო გადახდებისა და რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები