POLITICO - მოკავშირეები შიშობენ, რომ შუალედურ არჩევნებში მარცხის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ნატო -ზე თავდასხმებს გააძლიერებს
Politico-ს ცნობით, ნატო-ს მოკავშირეები შიშობენ, რომ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხის შემთხვევაში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალიანსზე თავდასხმები შესაძლოა გააძლიეროს და ევროპიდან ათასობით ამერიკელი სამხედრო გაიყვანოს.

ნატო-ს წევრი ქვეყნები სამშაბათს აშშ-ში დაგეგმილი შუალედური არჩევნების ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადებიან. ევროპელი მოკავშირეები შიშობენ, რომ „რესპუბლიკელების“ მარცხმა შესაძლოა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ალიანსის მიმართ თავდასხმების მკვეთრად გაძლიერებისკენ უბიძგოს, - ინფორმაციას Politico ალიანსის ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ნატო-ს წევრი ქვეყნების შეშფოთების მიზეზი ისაა, რომ თუ კონგრესი ტრამპს საშინაო პოლიტიკაში ხელს შეუშლის, აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა, შეეცადოს, თავისი მემკვიდრეობა საგარეო პოლიტიკის სფეროში გაამყაროს, სადაც მას მოქმედების უფრო ფართო თავისუფლება აქვს. დიპლომატების განცხადებით, ეს შესაძლოა, ევროპიდან კიდევ ათასობით ამერიკელი სამხედროს გაყვანას ნიშნავდეს.
შეშფოთების მთავარი მიზეზი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების განლაგების საკითხის მოახლოებული გადახედვაა, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. დიპლომატების განმარტებით, თუ ტრამპს ქვეყნის შიგნით საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებაში დაბრკოლებები შეექმნება, შესაძლოა, MAGA-ს მხარდამჭერების მობილიზების მიზნით, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მასშტაბის მნიშვნელოვნად გაზრდა გადაწყვიტოს.
დიპლომატების განცხადებით, ტრამპმა შესაძლოა, ასევე შეამციროს აშშ-ის ფინანსური შენატანები ალიანსის საერთო ბიუჯეტში, შეზღუდოს ნატო-ს მხარდაჭერით მოქმედი PURL-ის პროგრამა, რომელიც უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვას ითვალისწინებს და კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობები რუსეთთან.
POLITIC წერს, რომ ნატო-მ და აშშ-ის თავდაცვის უწყებამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე მის თხოვნას არ უპასუხეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…