ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
ლისაბონის „სპორტინგმა“ მთავარი მწვრთნელი რუი ბორჟესი გაათავისუფლა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გუნდს პაულო ფონსეკა ჩაიბარებს, რომელმაც კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.

გიორგი ქოჩორაშვილის ყოფილ გუნდ "სპორტინგს" ახალი მწვრთნელი ეყოლება. ლისაბონელებმა მოულოდნელად რუი ბორჟესი გაათავისუფლეს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს არ სწყალობდა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "დრაკონების" ახალი დამრიგებელი ასევე ჩვენთვის კარგად ნაცნობი პაულო ფონსეკა გახდება, რომელიც ამჟამად "ლიონს" უდგას სათავეში.
მან ლისანონელებთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე "შახტართან" სათამაშოდ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გაიყვანს და შემდეგ მატჩებში მწვრთნელის პოსტს ფონსეკა ჩაიბარებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…