პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

განსაკუთრებული სამზადისი თბილისის ახალ ზოოპარკში - ნიამორების ისტორიულ არეალში დაბრუნების უნიკალური პროცესი "კურიერი P.S."-ის ობიექტივში

თბილისის ახალი ზოოპარკიდან ნიამორები ჯავახეთში, თეთრობის აღკვეთილის ბუნებრივ გარემოში გადაიყვანეს, სადაც ცხოველებს მუდმივ მონიტორინგს ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოები გაუწევენ.

თბილისის ახალ ზოოპარკში განსაკუთრებული სამზადისია, ვეტერინარები და მომვლელები ნიამორების გადასაყვანად ემზადებიან. წინ ხანგრძლივი, საპასუხისმგებლო პროცესია - ცხოველები შესაბამისად უნდა მოამზადონ, უსაფრთხოდ გადაიყვანონ და ჯავახეთის ბუნებრივ გარემოში გაუშვან.

იმისთვის, რომ ტრანსპორტირება სტრესისა და დაზიანების რისკის გარეშე მოხდეს, ცხოველები უნდა დააძინონ. პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან, მკაცრი კონტროლით.

ნიამორებს პროტოკოლით გაწერილი პროცედურების გავლის შემდეგ სპეციალურ ყუთში ათავსებენ.

დრო შეზღუდულია, შენობაში გადაყვანის შემდეგ სპეციალისტებს რამდენიმე წუთი აქვთ სამუშაოდ. მათ მდგომარეობას ამოწმებენ, ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებს აფასებენ და ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ.

ნიამორებმა მთელი ღამე გზაში გაატარეს, ბოლოს თეთრობის აღკვეთილში, მთისა ცის სილურჯეში მოხვდნენ.

ოქტომბერია, ჯავახეთის პლატოსთვის ჩვეულმა სუსხმა იქ უკვე შეაღწია. კლდოვან ფერდობებსა და ღია სივრცეებში ძროხისებრთა ოჯახის ამ სახეობას ველურ ბუნებაში დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევა.

კლდოვან ფერდობზე, ღია ლანდშაფტში ახლა დამოუკიდებლად არსებობას ისწავლიან.

დაცულ ტერიტორიაზე მუდმივ მონიტორინგს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.

მალე აქ ცივი და მკაცრი ზამთარი დაიწყება, ტბები გაიყინება, ადგილობრივები მომარაგებული მოსავლით სახლებში შეიკეტებიან, ბუნებრივი გავრცელების ისტორიული არეალში ველური ბუნების ცხოველები გადარჩენისთვის იბრძოლებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 500 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები