პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში

18 წლის ქართველმა მცველმა საბა ხარებაშვილმა თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურში „ბაშაქშეჰირის“ შემადგენლობაში „სამსუნსპორის“ წინააღმდეგ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

თურქეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში "ბაშაქშეჰირმა" საკუთარ მოედანზე "სამსუნსპორი" 5:2 დაამარცხა, მასპინძელთა გუნდის 18 წლის მარცხენა მცველმა საბა ხარებაშვილმა კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ხარებაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა - Whoscored 7.8, Flashscore 7.8, Sofascore 7.3.

ის ამ სეზონში სტამბოლურ გუნდში ჩატარებულ ექვს მატჩში მწვრთნელმა ნური შაჰინმა ზედიზედ ხუთჯერ დააყენა ძირითად შემადგენლობაში.

"ბაშაქშეჰირი" ამ მომენტისთვის 14 ქულით მე-10 ადგილზეა და 7 ნოემბერს სტუმრად "გიოზტეპეს" დაუპირისპირდება.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
"არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლიაწაიკითხე

უახლესი ამბები