არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
დიეგო სიმეონემ ლა ლიგაში 344-ე გამარჯვება მოიპოვა და ლუის არაგონესის რეკორდს გაუთანაბრდა. „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგების მქონე სპეციალისტი გახდება, თუ მომდევნო მატჩს მოიგებს.

ლა ლიგის მე-11 ტურში "ატლეტიკომ" გასვლაზე "ლევანტე" 2:0 დაამარცხა, რაც მადრიდელთა დამრიგებლის დიეგო სიმეონესთვის ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით 344-ე მოგება აღმოჩნდა.
ამ მაჩვენებლით "ჩოლო" ლეგენდარული ლუის არაგონესის რეკორდს გაუთანაბრდა და 1 გამარჯვების შემდეგ, ის ლა ლიგაში გახდება პირველი მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე მეტი შეხვედრა მოიგო.
სათქმელია ისიც, რომ 344 მატჩის მოსაგებად არგენტინელს 565 მატჩში დასჭირდა, არაგონესმა კი ეს მაჩვენებელი 756 დაპირისპირებაში დააფიქსირა.
სიმეონე "ატლეტიკოს" 2011 წლიდან მოძღვრავს. "როხიბლანკომ" მისი ხელმძღვანელობით ლა ლიგის 565 შეხვედრაში 344 გამარჯვებასთან ერთად, 123 ფრე და მხოლოდ 98 მარცხი დააფიქსირა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…