პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"

ახალზელანდიელი ვეტერანი მორაგბე და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჯერომი კაინო საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. 43 წლის სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანის გუნდს ნოემბრის ტესტებზე ასისტენტ მწვრთნელის რანგში დაეხმარება.

ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
სპორტალი

ახალზელანდიელი ვეტერანი მორაგბე, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ოლ ბლექსი ჯერომი კაინო, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.

43 წლის სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანის გუნდს ნოემბრის ტესტებზე შეუერთდება და ასისტენტ მწვრთნელად იმუშავებს.

კაინო 1983 წელს ამერიკულ სამოაში დაიბადა, 4 წლისა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში გადავიდა და რაგბის თამაშიც იქვე დაიწყო. 2004-2018 წლებში ‘ოკლენდისა’ და ‘ბლუზის’ რიგებში თამაშობდა, კარიერის მიწურულს კი საფრანგეთს მიაშურა და ბოლო სამი სეზონი ‘ტულუზაში’ გაატარა.

მესამეხაზელმა 2004 წელს „ჯუნიორ ოლ ბლექსთან“ ერთად 21-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და იმავე წელს მსოფლიოს საუკეთესო 21-წლამდე მოთამაშედ დასახელდა. იმავე წელს კაინოს „ოლ ბლექსში“ უხმეს, რომელთან ერთადაც ორჯერ მოიგო მსოფლიო თასი - 2011 და 2015 წლებში, ხუთჯერ კი რაგბი ჩემპიონშიფის გამარჯვებული გახდა (2008, 2010, 2014, 2016, 2017). 2011 წელს ის ახალი ზელანდიის წლის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

რაც შეეხება საკლუბო მიღწევებს, 2019 და 2021 წლებში ჯერომი ტოპ 14-ის ჩემპიონი გახდა, 2021 წელს კი ჩემპიონთა თასსაც დაეუფლა და მოთამაშის კარიერა დაასრულა. კაინო ‘ტულუზაში’ დარჩა, სადაც ბოლო ხუთი წელია უნარების და 21-წლამდელთა გუნდის მწვრთნელად მუშაობს. ის ფრანგულ გრანდში რჩება და პარალელურად, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბსაც გააძლიერებს.

Rugby.ge

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები