პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩივილით აპირებენ და ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს

ჯეიმი კარაგერმა „ასტონ ვილას“ მფლობელებსა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა მას შემდეგ, რაც კლუბის თავმჯდომარემ ნასეფ სავირისმა მისი განცხადების გამო სამართლებრივი პროცედურების დაწყება დააანონსა. კარაგერმა განმარტა, რომ მისი სიტყვები ირონიული იყო და არასწორად გაიგეს.

ჩივილით აპირებენ და ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
სპორტალი

"ლივერპულის" ყოფილ მცველ ჯეიმი კარაგერს პოდკასტ Stick to Football-ში სტუმრობისას "ასტონ ვილაზე" გაკეთებული განცხადების გამო, კლუბის მფლობელებსა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კარაგერმა "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კანდიდატებს შორის ბირმინგემელთა ამჟამინდელი თავკაცი უნაი ემერიც უნდა განიხილებოდეს.

მანვე აღნიშნა, რომ "ასტონ ვილა" "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის კლუბი ვერასდროს გახდება და ბირმინგემელთა გულშემატკივრებს "გაჩუმებისკენ" მოუწოდა.

"ასტონ ვილას" ხელმძღვანელობამ ამაზე კატეგორიული რეაგირება მოახდინა. კლუბის თავმჯდომარემ, ნასეფ სავირისმა, გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიუღებელი შეურაცხყოფის გამო სამართლებრივი პროცედურები დაიწყება. სავირისმა ხაზი გაუსვა, რომ გუნდის პროგრესს როგორც შიდა, ისე ევროპულ ასპარეზზე, ვერავინ შეაჩერებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, 48 წლის კარაგერმა სოციალურ ქსელ X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, რომ მისი სიტყვები ირონიული ხასიათის იყო, თუმცა ისინი არასწორად გაიგეს. მან ოფიციალურად აღიარა შეცდომა და გუნდს წარმატებები უსურვა.

"მსურს ბოდიში მოვუხადო "ასტონ ვილას", მის მფლობელებსა და გულშემატკივრებს. ამ კვირაში ჩემი გამონათქვამები უხერხული და არასწორი იყო. "ვილას" ქომაგები მინდა დავარწმუნო, რომ ეს ირონიულად იყო ნათქვამი, თუმცა მესმის, რომ ეს ასე არ აღიქვეს, ამიტომ ბოდიშს ვიხდი. წარმატებები", - დაწერა კარაგერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგოწაიკითხე

უახლესი ამბები