პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იაპონიაში, 14 და 15 დეკემბერს, სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ "ბასიანის" კონცერტები გაიმართება

კულტურის სამინისტროსაგარეო საქმეთა სამინისტრო

იაპონიაში, 14 და 15 დეკემბერს, სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტები გაიმართება, სადაც მაყურებლის წინაშე ტრადიციული ხალხური სიმღერები და საგუნდო ნაწარმოებები შესრულდება.

იაპონიაში, 14 და 15 დეკემბერს, სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ "ბასიანის" კონცერტები გაიმართება
რუსთავი 2

იაპონიაში პირველად, სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ “ბასიანის" ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

ტოკიოს მეტროპოლიტენის თეატრის საკონცერტო დარბაზში, სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ "ბასიანის" კონცერტი 14 დეკემბერს არის დაგეგმილი. იაპონელი მსმენელის წინაშე აჟღერდება როგორც ქართული ტრადიციული მუსიკა, ასევე თანამედროვე საგუნდო ნაწარმოებები.

15 დეკემბერს კი, ქალაქ უშიკუში, სოლო კონცერტს გამართავს ანსამბლი "ბასიანი".

ანსამბლი "ბასიანი" იაპონელ მაყურებელს შესთავაზებს ქართული მრავალხმიანობის ნიმუშებს - ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს. სახელმწიფო კამერული გუნდი კი, ქართულ საგალობლებსა და საგუნდო პროფესიულ მუსიკას შეასრულებს. რეპერტუარში იქნება: გია ყანჩელის, იოსებ კეჭაყმაძის, ზვიად ბოლქვაძისა და იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებები.

გუნდების სოლისტებთან ერთად კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ზვიად ბოლქვაძე და ვადიმ შიშკინი.

ღონისძიებები იაპონური ორგანიზაციის Min-On Concert Association-ის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, კერძოდ იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება.

რაც შეეხება პროგრამას:

14 დეკემბერი | ტოკიო: "Spirit of Georgia"- სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის "ბასიანის" ერთობლივი კონცერტი.

Tokyo Metropolitan Theatre Concert Hall

19:00 სთ (კარი იღება 18:30 სთ-ზე)

15 დეკემბერი | უშიკუ (იბარაკის პრეფექტურა): ანსამბლი "ბასიანი", სოლო კონცერტი, რომელიც ეძღვნება ქ. უშიკუსა და ქ. თელავს შორის დამეგობრებისა და ქ. უშიკუს დაარსების 40 წლისთავის იუბილეს.

Ushiku City Central Lifelong Learning Center Culture Hall

19:00 სთ (კარი იღება 18:30 სთ-ზე).

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოიაპონიაში პირველად, სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ “ბასიანის” ერთობლივი კონცერტი გაიმართება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
იაპონიაში პირველად, სახელმწიფო კამერული გუნდისა და ანსამბლ “ბასიანის” ერთობლივი კონცერტი გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები