პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება დააჩქაროს

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს, დააჩქაროს Patriot-ის რაკეტების მიწოდება, რადგან 500 PAC-3-ის გადაცემას შესაძლოა წლები დასჭირდეს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კრიტიკულია, რადგან რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე ზამთრის წინ მასირებული დარტყმები განაახლა.

ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება დააჩქაროს
რუსთავი 2

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადებითად შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიყიდვა. ეს რაკეტები რუსეთის ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად არის შექმნილი.

თუმცა, ზელენსკის განცხადებით, მიწოდებას, შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს და ამერიკულ მხარეს მოუწოდა, რაკეტების მიწოდების პროცესი დააჩქაროს.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - დაამტკიცა უკრაინის მიერ Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენა რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. 500 PAC-3 ტიპის რაკეტა საკმაოდ დიდი რაოდენობაა და ძალიან მალე, უკვე ამ ზამთარს, მათ შეუძლიათ, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ძალიან ეფექტიანი შესაძლებლობა შექმნან.

თუმცა დადგენილია, რომ მათი მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს. ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ, იპოვონ გამოსავალი იმ პერიოდისთვის, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე და PAC-3-ის რაკეტების გამოყენების რეალური საჭიროება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ზამთრის მოახლოების წინ, რუსეთმა ფართომასშტაბიანი დარტყმების კამპანია წამოიწყო იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომლის გამართული მუშაობაც უკრაინის ქალაქებისა და ადგილობრივი თემების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

სამიზნე გახდა ელექტროენერგიის, გათბობისა და წყალმომარაგების ობიექტები, ასევე ხიდები.

მისი თქმით, მხოლოდ ოქტომბრის ბოლო ორ კვირაში რუსეთის ძალებმა უკრაინის ელექტროენერგეტიკული ქსელის მნიშვნელოვან ობიექტებზე 30-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო - დაამტკიცა უკრაინის მიერ Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენა რუსული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. 500 PAC-3 ტიპის რაკეტა საკმაოდ დიდი რაოდენობაა და ძალიან მალე, უკვე ამ ზამთარს, მათ შეუძლიათ, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ძალიან ეფექტიანი შესაძლებლობა შექმნან. თუმცა დადგენილია, რომ მათი მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს. ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ, იპოვონ გამოსავალი იმ პერიოდისთვის, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე და PAC-3-ის რაკეტების გამოყენების რეალური საჭიროება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა წელს აშშ-სგან თვეში Patriot-ის ტიპის 12 რაკეტას მიიღებს მაშინ, როცა თვეში დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება უწევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები