ნიჩბისი-კავთისხევის დაზიანებული გზა და უხელფასოდ დარჩენილი მუშები - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
მცხეთის მუნიციპალიტეტში ნიჩბისი-კავთისხევის გზის რეაბილიტაცია შეჩერდა, რის გამოც მოსახლეობა უკვე ხუთი თვეა სახიფათო მონაკვეთზე გადაადგილდება; ადგილობრივების მტკიცებით, სამუშაოები მუშებისთვის ხელფასების გადაუხდელობის გამო შეწყდა.
მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნიჩბისი-კავთისხევის გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, მოსახლეობას კი უკვე ხუთი თვეა სახიფათო მონაკვეთზე უწევს გადაადგილება.
ადგილობრივების მტკიცებით, გზის რეაბილიტაცია მუშებისთვის ხელფასების გადაუხდელობის გამო შეწყდა. დაუსრულებელი სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზა ყოველი წვიმის შემდეგ კიდევ უფრო ინგრევა, რაც გადაადგილებას საფრთხეს უქმნის.
მოსახლეობა პასუხისმგებელ უწყებებს რეაგირებისა და სამუშაოების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, პრობლემის მოგვარების კონკრეტული ვადები კი მათთვის უცნობია.
ჩვენს გამგეობას რომ ვეუბნებით, თანხები არ აქვთ და რავიცი, მე ჩემი ჯიბიდან ვერ გავაკეთებ. ორი გასავლელი გზაა და ერთი გასავლელი აღარაა, ყველას უნდა რომ კომფორტში იყოს და წესიერად იყოს. ზოგი შეიძლება პირველად მოდის და ვერც შეამჩნიოს ღამის საათებში და შეიძლება ვიღაც დაგვიზიანოს ადამიანი, - ამბობს ადგილობრივი.
არაფერი გაკეთდა. მოიყვანეს ტრაქტორი, ყარაულები დასვეს, "ხელფასები არ ირიცხება და უნდა წავიდეთ ჩვენცაო"...საშინელებაა, კაცო, როგორ შეიძლება ეგრე... იძახიან, რომ ხიდი უნდა გაკეთდესო მანდო, მაგრამ ვინაა გამკეთებელი... ყოველთვის ფუჭდება, რომ გააკეთებენ, დავუშვათ, დღეს, ერთ სამ წელიწადში ისევ ეგრე ხდება. ფული იჭმევა ტყუილად, პირდაპირ ვამბობ, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ციტატები სტატიიდან
„ხელფასები არ ირიცხება და უნდა წავიდეთ ჩვენცაო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…