ევროპის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
ევროპის ქალაქებში ცხოვრების გაუარესებული პირობებისა და განათლების პრობლემების გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გერმანიის ქალაქებში გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა, არეულობა იყო იტალიაშიც, ნიდერლანდებში კი ათობით ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო გამოსვლები ევროპის სხვა ქალაქებშიც გრძელდება. ცხოვრების გაუარესებული პირობებისა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გასაპროტესტებლად გერმანიის დიდ ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ბერლინში, ფრანკფურტში, კიოლნსა და შტუტგარტში აქციები პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.
არეულობა იყო იტალიის დედაქალაქ რომსა და ტურინშიც, ნიდერლანდებში კი პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…