პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რომან გოცირიძე - რაც რუსთაველზე ხდება, „ქართული ოცნების“ კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტისაქართველოს ეროვნული ბანკი

რომან გოცირიძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე შექმნილი უპასუხისმგებლო, ანტისანიტარიული და საშიში ინფრასტრუქტურული ქაოსი „ქართული ოცნების“ რეჟიმის ნამდვილი სახეა, რის გამოც ხელისუფლება უნდა გადადგეს.

რომან გოცირიძე - რაც რუსთაველზე ხდება, „ქართული ოცნების“ კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა
ინტერპრესნიუსი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება „კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა“.

გოცირიძე ფიქრობს, რომ რუსთაველის პროსპექტის მსგავსი „უპასუხისმგებლო, ანტისანიტარიული და საშიში ინფრასტრუქტურული ქაოსისთვის“ ხელისუფლება უნდა გადაგდეს.

“დაახლოებით 30 წლის წინ სამეცნიერო კონფერენციაზე ვიყავი გერმანიის ერთ პატარა ქალაქ რაინეში, რომელიც ნიდერლანდების საზღვართან მდებარეობს. ეს პერიოდი დაემთხვა ჩემპიონთა თასის ფინალს “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი არ მქონდა, გადავწყვიტე ბედი მეცადა-დავჯექი მატარებელში და ამსტერდამში წავედი. ბილეთი კი არა, ამსტერდამის ახლომდებარე ქალაქებში სასტუმროშიც კი აღარ იყო თავისუფალი ადგილი. ძლივს ვიშოვე ნომერი ჰაარლემში და თამაშსაც იქ ვუყურე.

ათეულობით ათასი გულშემატკივარი მოდიოდა მატარებლით იტალიიდან და ესპანეთიდან. ცენტრალური სადგურიდან ქალაქის გულისკენ მიმავალ ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მეტროპოლიტენს აშენებდნენ. არამყარი ნიადაგის გამო გვირაბი ვერ გაჰყავდათ და მშენებლობა ღია მეთოდით მიმდინარეობდა-დაახლოებით ისე, როგორც ახლა რუსთაველის გამზირზე. ათასობით იტალიელი და ესპანელი ქომაგი სიმღერ-სიმღერით მიემართებოდა სტადიონისკენ ამ მშენებარე ქუჩის ტროტუარით. სამუშაო ზონა იმდენად იდეალურად იყო იზოლირებული, რომ არც ტალახი აჭუჭყიანებდა რამეს და არც ქვიშის გორებიდან წამოსული მტვერი.

რაც დღეს რუსთაველზე ხდება, „ქართული ოცნების“ კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა. მათთვის ადამიანი არაფერს ნიშნავს-მოქალაქეებს ატყუებენ, დასცინიან, ძარცვავენ და თავისუფლებას უზღუდავენ.

ნორმალურ სახელმწიფოში რუსთაველის პროსპექტის მსგავსი უპასუხისმგებლო, ანტისანიტარიული და საშიში ინფრასტრუქტურული ქაოსისთვის ხელისუფლება იმავე დღეს გადადგებოდა.

ესენი რისი გადადგომები არიან, გასაგდებები არიან და ასეც მოხდება”, - წერს გოცირიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა“
რომან გოცირიძე
„კორუმპირებული და უუნარო რეჟიმის ნამდვილი სახეა. მათთვის ადამიანი არაფერს ნიშნავს-მოქალაქეებს ატყუებენ, დასცინიან, ძარცვავენ და თავისუფლებას უზღუდავენ. ნორმალურ სახელმწიფოში რუსთაველის პროსპექტის მსგავსი უპასუხისმგებლო, ანტისანიტარიული და საშიში ინფრასტრუქტურული ქაოსისთვის ხელისუფლება იმავე დღეს გადადგებოდა. ესენი რისი გადადგომები არიან, გასაგდებები არიან და ასეც მოხდება“
რომან გოცირიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, 1-ელი ნოემბრის 00:00-დან 2 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძის ქუჩის ასახვევში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება – თბილისის მერიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები