პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა

ჩეხეთის მეორე დივიზიონის კლუბ „უსტი ნად ლებემის“ მწვრთნელმა დავიდ ოულეჰლამ ჟურნალისტ საბინა იაკშოვასთან ინტერვიუს დროს მზერა აარიდა, რამაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თავად ჟურნალისტი აცხადებს, რომ ინტერვიუს დროს მწვრთნელის ქცევა ვერ შეამჩნია და საკუთარ ჩაცმულობას პროვოკაციულად არ მიიჩნევს.

ჩეხეთის მე-2 დივიზიონის მე-10 ტურში "უსტი ნად ლებემი" საკუთარ მოედანზე "ოპავასთან" 2:3 დამარცხდა. რა თქმა უნდა, გვეტყვით ეს რაში გვაინტერესებსო და ამას სამართლიანაც გააკეთებთ, მაგრამ აღნიშნულმა შეხვედრამ ყურადღება სულ სხვა რამის გამო მიიქცია.

უფრო სწორად, რომ ვთქვათ, ყურადღება არა მატჩმა, არამედ მის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა და კლუბ "უსტი ნად ლებემის" ჟურნალისტმა საბინა იაკშოვამ მიიქცია.

მას საკმაოდ გამომწვევად ეცვა და ინტერვიუს დროს "უსტი ნად ლებემის" მწვრთნელის დავიდ ოულეჰლა ჟურნალისტს ვერ უყურებდა. ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში სუპერ პოპულარული გახდა და მილიონობით ნახვა აქვს.

თავად საბინამ გამოცემა The Sun-თან საუბარში აღნიშნა, რომ გაკვირვებულია ვიდეოს საერთაშორისო პოპულარობით. მისი თქმით, საუბრისას მწვრთნელის ქცევა ვერც კი შეამჩნია, რადგან მთლიანად მის პასუხებზე იყო კონცენტრირებული.

"დავიდს ძალიან ძლიერი ნებისყოფა აქვს და კლუბში ჩვენ ვამაყობთ მისით. ვერც კი შევამჩნიე, რომ სხვა მხარეს იყურებოდა, რადგან მის სიტყვებზე ვიყავი ფოკუსირებული", - განაცხადა ჟურნალისტმა.

მან ასევე ისაუბრა მწვრთნელის მეუღლის, ლუსიას რეაქციაზე, რომელიც მათ ინტერვიუებს ხშირად ადევნებს თვალს.

"მისი მეუღლე ყურადღებით უყურებს ჩვენს ინტერვიუებს და ვფიქრობ, მასაც გაუხარდა, რომ ვიდეო ასე პოპულარული გახდა", - აღნიშნა იაკშოვამ.

საბინამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თავის ჩაცმის სტილს ზედმეტად პროვოკაციულად არ მიიჩნევს. მისი თქმით, ჩეხეთში ქალების მხრიდან თვალშისაცემი სამოსისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის არჩევა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა.

ჟურნალისტი კლუბ "უსტი ნად ლაბემს" გასული სეზონის ბოლოს შეუერთდა. როგორც იაკშოვამ ადრე განაცხადა, კლუბის ხელმძღვანელობისგან მიღებული შეთავაზება მისთვის მოულოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა, მან გადაწყვიტა, ახალ ამპლუაში ეცადა ბედი და საჭირო უნარები უშუალოდ მუშაობის პროცესში აითვისა. დღეს საბინა სპორტულ ჟურნალისტიკაში კარიერას აგრძელებს და ოცნებობს, ერთ დღეს ჩეხეთის ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებთან იმუშაოს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ქალმა ფეხბურთის ფოტოგრაფმა კლუბი აიძულა უკან დაეხია მას შემდეგ, რაც მათ მისი გამომწვევი სამოსი აკრძალესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები