პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბერა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვა – დეტალები

ტვ პირველი

"ტვ პირველის" ცნობით, ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა და შანხაიში გაფრინდა. მედიის ინფორმაციით, მის გამგზავრებას წინ უძღოდა ძმები ფეიქრიშვილების დაკავება, რომელთა დედაც ამტკიცებდა, რომ მის შვილებს ციხეში კომპრომატების გამო გაუსწორდნენ.

ბერა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვა – დეტალები
ბერა ივანიშვილმა ქვეყანა დატოვა – დეტალებიალია

ტვ პირველის ცნობით, ბერა ივანიშვილი საქართველოდან 21 ოქტომბერს წავიდა- რეისით თბილისის-შანხაი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

ვანო ხვედელიძე, ბერას კომპანიების დირექტორი და ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, “შაბათის ეთერთან” ადასტურებს, რომ გასულ ოთხშაბათს, თბილისი-შანხაის რეისით ქვეყანა ნამდვილად ივანიშვილის ვაჟმა დატოვა. თვითმხილველების მონათხრობის თანახმად, ივანიშვილის ვაჟთან ერთად მინიმუმ 12 კაციანი შემადგენლობა გაფრინდა – ცოლი, შვილები, ძიძები და სხვა დამხმარე პერსონალი.

ვიდრე ბერა ოჯახთან ერთად საქართველოს დატოვებდა, მისი სახელი არა ერთ ხმაურიან ამბავს დაუკავშირდა.

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დაკავებას მოჰყვა ეჭვი რომ ეს, ბერა ივანიშვილთან შესაძლო კონფლიქტს უკავშირდება,. ტყუპების სახელით გავრცელებული წერილების ადრესატი ბერას პროდიუსერი ამიკო ჯანელიძეა, რომელსაც სავარაუდოდ ტყუპი ძმები მომხდარის გამო ბოდიშს უხდიან და ციხიდან ერთ ერთის გათავისუფლებას სთხოვენ.​

ამასთან, 19 ოქტომბერს დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ თქვა რომ მისი შვილები ციხეში სცემეს და ხელი დაადო “კაწროს”, იგივე ავთანდილ ბილანიშვილს, რომლის შვილის ნათლიაც ბერა ივანიშვილია. ასევე კრიმინალურ ავტორიტეტს ვატო ყიფიანს და მათთან ერთად კიდევ სამ პირს. მაშინ ნინო აბრამიშვილი ირწმუნებოდა, რომ ინტერესის საგანი, მისი შვილების ტელეფონში შენახული ინფორმაცია იყო და პირველად ახსენა სიტყვა კომპრომატები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიბერა პროცესებს გაარიდეს? - რატომ დატოვა ივანიშვილის ვაჟმა ქვეყანა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატომ დააკავეს ბერას მეგობარი ტყუპები? - საქმის ექსკლუზიური დეტალებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები