ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის განცხადებით, გამჭვირვალობის კანონზე ბრიუსელის წარმომადგენლებს პოლიტიკური შეფასებების ნაცვლად საკითხის სამართლებრივ განხილვას სთავაზობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში წაღებისკენ მოუწოდებენ.

სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას დასმული კითხვის პასუხად.
„თქვენ ახსენეთ რამდენიმე კითხვა. პირველი, რამდენად სამართლიანია და პროპორციულია ეს კანონმდებლობა იმ საფრთხეების მიმართ, რის წინაშეც საქართველო დგას. ეს არის ის კითხვა, რასაც ჩვენ სწორედ ჩვენს პარტნიორებს ვეკითხებოდით, რომ ჩვენ შესაძლოა პოლიტიკოსები ვართ და ერთ პოლიტიკურ ოჯახს ვეკუთვნით, ან მეორეს და იდეოლოგიიდან გამომდინარე ერთი მივიჩნიოთ სწორად, მეორე მივიჩნიოთ სწორად, მაგრამ აქ მთავარი სწორედ ის არის, რომ სამართლებრივად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი სწორედაც. ამას ვთავაზობდით, რომ მოდით, დავსხდეთ, სამართლებრივი არგუმენტებით ვისაუბროთ. ჩვენთან არ გინდათ? - წაიღეთ სასამართლოში.
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დღესაც ამას ვთავაზობთ, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„თქვენ ახსენეთ რამდენიმე კითხვა. პირველი, რამდენად სამართლიანია და პროპორციულია ეს კანონმდებლობა იმ საფრთხეების მიმართ, რის წინაშეც საქართველო დგას. ეს არის ის კითხვა, რასაც ჩვენ სწორედ ჩვენს პარტნიორებს ვეკითხებოდით, რომ ჩვენ შესაძლოა პოლიტიკოსები ვართ და ერთ პოლიტიკურ ოჯახს ვეკუთვნით, ან მეორეს და იდეოლოგიიდან გამომდინარე ერთი მივიჩნიოთ სწორად, მეორე მივიჩნიოთ სწორად, მაგრამ აქ მთავარი სწორედ ის არის, რომ სამართლებრივად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი სწორედაც. ამას ვთავაზობდით, რომ მოდით, დავსხდეთ, სამართლებრივი არგუმენტებით ვისაუბროთ. ჩვენთან არ გინდათ? - წაიღეთ სასამართლოში. სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დღესაც ამას ვთავაზობთ, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…