ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია დათო კენჭიაშვილის შემოქმედებით დაინტერესდა
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ქართველი მომღერლის, დათო კენჭიაშვილის შემოქმედებით დაინტერესდა და მისი საქმიანობის გასაცნობად საქართველოში გადამღები ჯგუფი გამოაგზავნა.
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია ქართველი მომღერლის, დათო კენჭიაშვილის შემოქმედებით დაინტერესდა.
გადამღები ჯგუფი საქართველოში იმყოფება და მომღერლის მუსიკალურ საქმიანობას, სიმღერების შექმნის პროცესსა და ქართულ-ჩინურ შემოქმედებით თანამშრომლობას ეცნობა.
"დათომ ჩინელ მაყურებელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. მისი შემოქმედება პროექტ "სილქ ვეი სთარის" მონაწილეებსა და უცხოელ სტუმრებსაც შეუყვარდათ. მისი შესრულებით დაინტერესდა ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის მაყურებელიც. იმედია, მასთან თანამშრომლობა გაგრძელდება და მუსიკოსი ჩინელ მაყურებელს კიდევ არაერთ ახალ ნამუშევარს გააცნობს", - აცხადებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის პროდიუსერი, საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი ანიე ჯი.
კენჭიაშვილი პირველი ქართველი არტისტია, რომელმაც ქართულ-ჩინური ტრადიციული მუსიკის კოლაბორაცია შექმნა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…