ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სტიქაროსნის გარდაცვალების საქმე - დედა პროკურატურისგან დამნაშავეების დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აანონსებს, რომ "სამართალს თავად აღასრულებს"

საქართველოს პროკურატურატვ პირველი

გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა პროკურატურისგან პოლიციელების დასჯას ითხოვს და აცხადებს, რომ გამოძიების უშედეგობის შემთხვევაში სამართალს თავად და მისი ოჯახი აღასრულებს.

სტიქაროსნის გარდაცვალების საქმე - დედა პროკურატურისგან დამნაშავეების დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აანონსებს, რომ "სამართალს თავად აღასრულებს"
სტიქაროსნის გარდაცვალების საქმე - დედა პროკურატურისგან დამნაშავეების დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აანონსებს, რომ "სამართალს თავად აღასრულებს"TV პირველი

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სტიქაროსანის, თემო ხადურის დედა პროკურატურას რამდენიმედღიან ვადას აძლევს - ნინო გვიშიანი გვარაკიძის უწყებისგან უმოკლეს ვადებში ელოდება საბოლო პასუხს, რა ეტაპზეა გამოძიება და როდის დაისჯებიან ის პოლიციელები, რომლებსაც ოჯახი უმძიმეს დანაშაულში ამხელს.

შვილმკვდარი ქალი გუშინ პროკურატურაში იყო მისული, მაგრამ შეხვედრა ისე დამთავრდა, რომ ბურუსით მოცულ საქმეზე ახალი დეტალი მისთვის არ უთქვამთ.

ოჯახი უკვე თვეებია ამბობს, რომ 23 წლის ბიჭი პოლიციელებმა დევნის ოპერაციის დროს მოკლეს, მაგრამ სავარაუდო დამნაშავეებს არავინ ეხება. ნინო გვიშიანი ააანონსებს, რომ თუ პროკურატურა დამნაშავეებს არ დასჯის , სამართალს აის და მისი ოჯახი აღასრულებს.

"მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პროკურატურას მე და ჩემი ოჯახი შემდეგ ჩვენს ქმედებებზე, რაც მოხდება. ეს არ მიიღოს ვინმემ მუქარად. მე მაგისთვის დავრჩი ცოხალი, რომ სამართალი აღვასრულო" - ამბობს თემო ხადურის დედა.

მკვლელობის ფაქტს უშუალოდ ვერ ვადასტურებთ, ვინაიდან კამერები არის გამქრალი ამ კონკრეტული პირების მიერ. ნამუშევარი აქვთ უკვე და შესაბამისად, ჩემი შვილის მკვლელობის ფაქტს არავინ გადაიღებდა ახლა იქ - თემურ ხადურის ცემის ფაქტს, დევნა კი ჩანს. სამი დღის მანძილზე ჩემს შვილს ვეძებდით და დევნის შემდეგ, პოლიციელების გარდა იქ შეხება არავის არ ჰქონია ჩემს შვილთან.

თემურ ხადურის დედა დარჩა ამქვეყნად მაგისთვის, რომ ეს საქმე მიიყვანოს ბოლომდე. მე პირადად ამ სიტყვას ვამბობ, ნუ მიგვიყვანთ მე და ჩემს ოჯახს იმ ზომამდე, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღოთ და ჩვენ აღვასრულოთ სამართალი. ვიცი, რომ ამ ქვეყანაში არაერთი შვილმოკლული დედა სამართალს ვეძებთ და როდესმე დადგება თუ არა სამართალი, ეს უკვე დაუჯერებელია. დაგვიმტკიცეთ ჩვენ, რომ არსებობს ამქვეყნად სამართალი, თორემ ჩვენ ვეყოფით მარტო, შვილგარდაცვლილი მშობლები. თქვენ ხალხო შვილები არ გყავთ? - ეს მაინტერესებს, როგორც გძინავთ? როგორ ხედავთ თქვენს შვილებს თვალებში? მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ პროკურატურას მე და ჩემი ოჯახი შემდეგ ჩვენს ქმედებებზე, რაც მოხდება. ეს არ მიიღოს ვინმემ მუქარად. მე მაგისთვის დავრჩი ცოხალი. როგორც გინდა ისე მიიღეთ. ესენი არიან არა პოლიტიცელები, არამედ ფორმას ამოფარებული კრიმინალები, თერჯოლის პოლიციელები. ეს არ არის ერთი შემთხვევა, ძლაინ ბევრი შემთხვევაა, უბრალოდ ჩემი შვილის შემთხვევაში არ გაუმართლათ მაგ ჯალათებს, მაგრამ აუცილებლად დაისჯებიან უმკაცრესად. მე ამ საქმეს შევეწირები", - განაცხადა ნინო გვიშიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი - თერჯოლის მაგისტრალზე მომხდარ ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ერთი წლის წინ გამოაქვეყნა.

TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ვიდეო-მტკიცებულებები. სოფელ სიმონეთში, ერთ-ერთ ფერმაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს დევნის ოპერაცია დაუსახლებელ ადგილას.

ჩანაწერის მიხედვით:

2024 წლის 25 აგვისტოს 22 საათსა და 28 წუთზე თერჯოლის რაიონული სამმართველოს კუთვნილი პიკაპი ფერმასთან ჩნდება ამ ადგილი დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით მდინარის პირას სტიქაროსანი გარდაცვლილი ნახეს.

კადრში ჩანს, რომ პოლიციელები სტიქაროსან ფერმის გარშემო ფანრებით ეძებენ. მანქანა დაუსახლებელი ტერიტორიიდან 7 წუთში, 22 საათსა და 34 წუთზე მიდის. [დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ამ დროს სასტიკად სცემეს და შემოაკვდათ].

მაშინ, ადგილზე მისულ "შაბათის ეთერთან" პოლიცია, არ აღიარებდა, რომ 23 წლის სტიქაროსნის მინდორ მინდორ ეძებდა. წესით, დევნის სპეცოპერაცია ნახშირღელის პოლიციის შენობაზე დამონტაჟებული კამერებსაც უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა ეს ჩანაწერები გამქრალია.

თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.

მომწეები, რომელთა ჩვენებები საქმეში დევს, ამტკიცებენ, რომ თემო ხადურმა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა, ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ ნებიერიძე მივიდა. ამ წუთიდან სტიქაროსნის კვალი იკარგება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თემო ხადურის დევნას ოპერაცია დაიწყო და მოხდა ჰაერში გასროლაც.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პროკურატურას მე და ჩემი ოჯახი შემდეგ ჩვენს ქმედებებზე, რაც მოხდება. ეს არ მიიღოს ვინმემ მუქარად. მე მაგისთვის დავრჩი ცოხალი, რომ სამართალი აღვასრულო“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თემურ ხადურის საქმეს დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის – პროკურატურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები