ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“იმდენ ნიტრატებს იღებთ საზამთრო და ნესვისგან, ეს რა სალაპარაკოაო” – წნორის წყალში ნიტრატები დასაშვებზე მაღალია

სამოქალაქო აქტივისტ ქეთი მოლაშვილის განცხადებით, სიღნაღსა და წნორში სასმელ წყალში ნიტრატების დონე დასაშვებ ზღვარს აღემატება, თუმცა წყალმომარაგების კომპანია და ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემასა და შეხვედრებს მოსახლეობას უმალავენ.

“იმდენ ნიტრატებს იღებთ საზამთრო და ნესვისგან, ეს რა სალაპარაკოაო” – წნორის წყალში ნიტრატები დასაშვებზე მაღალია
“იმდენ ნიტრატებს იღებთ საზამთრო და ნესვისგან, ეს რა სალაპარაკოაო” – წნორის წყალში ნიტრატები დასაშვებზე მაღალიაალია

წნორის ცოდნის კაფეს წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:

🔴წნორის მოსახლეობის საყურადღებოდ:

გუშინ ჩამოსული იყვნენ United Water Supply Company • წყალმომარაგების კომპანია-ს წარმომადგენლები წნორში და არავის გააგებინეს,

დამალეს ეს შეხვედრა..

სიღნაღში შეხვედრა დაანონსდა 1 საათით ადრე,

მიიყვანეს სკოლის მასწავლებლები,

ბაღის აღმზრდელები, მუსიკალური სკოლის მასწავლებლები, 3-4 კაცი თუ იქნებოდა რიგითი მოქალაქე.

არცერთ საჯარო ოფიციალურ წარმომადგენელ პირს არ დაუანონსებია.

ანრი ჯოხაძეს კონცერტიაო ჰო აანონსებს ყველა, წყალთან დაკავშირებით ჩამოდიან და მოდი შევხვდეთ, გავარკვიოთ რა ხდებაო, არავის უთქვამს..

აღნიშნულ შეხვედრაზე, სიღნაღელებს უთხრეს:

წყალში ნიტრატების დონე,

დასაშვები არის 50,

აღმოჩნდა 54,

ჩვენ შეგვეძლო არც გვეთქვა ხმამაღლა, მაგრამ კეთილი ნება გამოვიჩინეთო

შეგვეძლო არ გვეთქვაო

დასაშვები არის 50,

რას ქვია შეგეძლო არ გეთქვა?!

კიდევ ის უთქვამთ,

იმდენ ნიტრატებს იღებთ საზამთრო და ნესვისგან,

ეს რა სალაპარაკოაო..

უბრალოდ მითხარით ეს რა დამოკიდებულებაა საკუთარი მოსახლეობის მიმართ?

ჯერ ერთი, ამდენ ნიტრატებს თუ ვიღებთ,

სახელმწიფო რატომ არ აკონტროლებს

და მერეც მეორე,

ნიტრატებით გაჯერებულ წყალს,

თვეების ბავშვს რომ ასმევ?!

ავადმყოფს რომ ასმევ?!

რომ არ აფრთხილებ?!

არავინ გაბედოს და თქვას,

ეს მხოლოდ ახლა მოხდაო,

თვეებია,

თვეებია წყალმომარაგებისა და გამგეობა-საკრებულოს თანამშრომლები, ამ წყალს აღარ სვამდნენ,

გარშემო ახლობლებს აფრთხილებდნენ არ დალიოთო!

ასევე უთქვამთ,

თქვენ რა გიჭირთ,

წნორში უფრო ცუდი მდგომარეობააო

და შემდეგ წამოსულან წნორში,

შეხვედრაზე გვაგვიანდებაო.

წნორის შეხვედრა არსად,

აი არსად არ იყო დაანონსებული.

რატომ?!

იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია

და ხალხთან კი არ მოაწყეს შეხვედრა,

არამედ თავის მიყვანილ პარტიულ მუშაკებთან,

რაც არის სირცხვილი!

წყალს ეხება საქმე ხალხო,

წყალს,

სასმელ წყალს,

18 მილიონი რომ დაგვიჯდა, იმას.

წნორელებს ეხებათ, სიცოცხლეს ეხება,

ჯანმრთელობას ეხება და საკუთარ მოსახლეობას, ასე როგორ ექცევი?!

ℹ️ გთხოვთ წყალს ავადუღებთ და ასე დავლევთო,

არ ქნათ ეგ, წყლის ადუღებით, ნიტრატები არ კვდებიან, პირიქით,

უფრო საშიშია.

🔴ამდენი ხანდაზმულ ადამიანს,

რომელიც გარეთაც ვერ გადის,

ალბათ ვერც გაიგო წყლის ამბავი,

როგორ აპირებთ რომ წყალი მიუტანოთ?

🔴 როდის მოგვარდება პრობლემა?!

🔴 ხალხი რატომ არ შეახვედრეთ ჩამოსულ პირებს?!

🔴 რაც უფრო იჩქმალება და იმალება ეს ამბავი, მოთ უფრო საშიში ხდება, რას მალავენ ისეთს, სიღნაღის მუნიციპალიტეტი/Municipality of Sighnaghi-ს ერთი საინფორმაციო პოსტიც რომ არ დაუწერია!

🔴ანრი ჯოხაძეს კონცერტის ფოტოებს ხვალ რომ აგვიფრიალებთ,

ოფიციალური პირების შეხვედრების ამსახველ ფოტოებს რატომ არ დებთ?!

რავი მეტი რაღა ვთქვა,

მართლა მგონია, რომ ძალიან დიდ და საშიშ რამეს მალავენ და ჩქმალავენ..

მოგვაქციოს ვიბმემ ყურადღება იქნება…

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქეთი მოლაშვილი: 18 მილიონი დაგვიჯდა წნორელებს სასმელი წყლის გაკეთება და დღეს გვითხრეს ტექნიკური წყალია და აღარ დალიოთოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები