სხვადასხვა · 30 ოქტომბერი, 21:12
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
კრისტიან პულიშიჩმა მილანთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ამერიკელმა ნახევარმცველმა, რომელიც იტალიურ კლუბში 2023 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ნახევარმცველმა კრისტიან პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გაახანაგრძლივა, - იტყობინება კლუბის საიტი.
პულიშიჩი "მილანში" 2023 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი ყველა ტურნირზე 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
transfermarkt-ის მიხედვით 28 წლის ამერიკელის ფასი 35 მილიონი ევროა.
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…