საკანში დაწერილი წიგნები ფესტივალზე წარადგინეს
„ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა „ინტელექტმა“ სინდისის პატიმრებისა და პოლიტპატიმრების მიერ საკანში დაწერილი ნაწარმოებები წარადგინა.

„ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარე წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა „ინტელექტმა“ სხვა გამოცემებთან ერთად სინდისის პატიმრებისა და პოლიტპატიმრების ნაწარმოებები წარადგინა. მკითხველს შეუძლია გაეცნოს რეზო კიკნაძისა და ირაკლი ნადირაძის ლექსების კრებულებს, ასევე ალეკო ელისაშვილის წიგნს „საქართველოს გუშაგები“.
პატიმრობის პერიოდში შექმნილ ნაწარმოებებში ავტორები რეჟიმზე, უსამართლობაზე, ციხეში გატარებულ მძიმე დღეებზე, უწყვეტ ბრძოლასა და პროტესტზე წერენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…