ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"არარაობა სლუცკი და ბეჰემოტი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?

საფეხბურთო აგენტმა დმიტრი სელიუკმა ლეონიდ სლუცკი და თემურ ღურწკაია გააკრიტიკა. სელიუკმა სლუცკის ჰკითხა, როგორ მოახერხა „რუბინის“ რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნა მაშინ, როდესაც გუნდში ხვიჩა კვარაცხელია ჰყავდა.

"არარაობა სლუცკი და ბეჰემოტი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოტი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?სპორტალი

საფეხბურთო აგენტმა დმიტრი სელიუკმა „რუბინის“ ყოფილი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი და საფეხბურთო მენეჯერი თემურ ღურწკაია გააკრიტიკა, უფრო სწორად - გალანძღა. მან სლუცკის კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნა, როდესაც გუნდში ისეთი ფეხბურთელი ჰყავდა, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა.

„სლუცკის სხვაზე რა აქვს სალაპარაკო, თავად გავარდა „რუბინთან“ ერთად მეორე ლიგაში. პირობა დადო, რომ გუნდში დარჩებოდა და უმაღლეს ლიგაში დააბრუნებდა, მაგრამ მის სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს.

ეს არარაობა მუდმივად ყურადღების ცენტრში მოხვედრას ცდილობს. როგორც კი სადმე სკანდალია, ის უკვე იქაა და ამბავს 150-ჯერ მოჰყვება. კიდევ ერთი მეგობარი ჰყავს, ღურწკაია, რომელიც გადაცემებში ისე დადის, თითქოს საუზმეზე მიდიოდეს. ამ მედიების და საიტების არ მესმის, რომლებიც მის არაფერზე ყბედობას სიტყვა-სიტყვით აქვეყნებენ.

ფეხბურთზე ძირითადად ისინი მსჯელობენ, რომლებიც ხუთჯერ გააგდეს სხვადასხვა გუნდიდან. თუ არსად იწვევენ, ე.ი. საამისო მიზეზები არსებობს. სლუცკი, სად ხარ? შენი აყვანა არავის სურს. ფაქტობრივად, კომიკოსად იქეცი, ცდილობ არშავინს იაფფასიანი აჟიოტაჟის შესაქმნელად დაუახლოვდე. შენ ხომ მწვრთნელი ხარ! არცერთხელ არ თქვი, როგორ მოახერხე ქვედა ლიგაში გავარდნა, როცა გუნდში ხვიჩა გყავდა?

და ამ ბეჰემოთს, გვარად ღურწკაიას, შეეძლო თავის მეგობარ სლუცკისთვის ეკითხა: „გუნდში ხვიჩა გყავდა და როგორ მოახერხე რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნა?“, - განუცხადა სელიუკმა „სოვეტსკი სპორტს“.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ნელი ამბობს, რომ ტეილორ სვიფტმა მას 50 ათასი დოლარი McDonald's-ის პაკეტით გადასცაწაიკითხე

უახლესი ამბები