[აზარტული თამაშების კანონი] ხელახლა გავიდეს პარლამენტში და იგნორირება გაუკეთონ - მეუფე ვახტანგი
ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი პარლამენტის მიერ კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაჩქარებული წესით დამტკიცებას აკრიტიკებს და მოითხოვს, რომ საკითხი პარლამენტში ხელახლა გავიდეს და მას იგნორირება გაუკეთონ.
![[აზარტული თამაშების კანონი] ხელახლა გავიდეს პარლამენტში და იგნორირება გაუკეთონ - მეუფე ვახტანგი](/thumb/161281-960-a27fd3fa.webp)
მაღალი სასულიერო იერარქები კაზინოებისთვის დაწესებული შეღავათებით შეშფოთებულები არიან.
„ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი ამბობს, რომ კანონის ამოქმედება დაუშვებელია, რადგან იდეის ავტორებს აზრი არავისთვის უკითხავთ.
“ეს მოიტანს ახალ ტრაგედიებს და უბედურებებს“, - ამბობს სასულიერო პირი.
მე არ მახსოვს ასეთი რამ [კონსულტაციების გავლაზე] რომ ყოფილიყო ჩვენთან, მაგასთან დაკავშირებით, საერთოდ არა. რაღაც პლანტაციების გაშენებაც კი იყო და ეკლესიამ თავისი სიტყვა თქვა, ამასთან დაკავშირებით, მერე კი როგორღაც გადაიფიქრეს. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვერაფერს, რადგან მართლა არ მაქვს ინფორმაცია. ეს არის ქვეყნის უბედურება, რომ დავუშვათ, სხვის უბედურებაზე ვიღაცები მდიდრდებიან და რაღაც საშინელება ხდება, ზოგი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, როცა ყველაფერს წააგებს. ეს არის ეშმაკის ბორბალი, საშინელება, რომელი ისეთი ქვეყანა ჩვენა ვართ, რომ კაზინოებით გაივსოს ქვეყანა. მე გაოცებული ვარ, როდესაც 88 მილიარდის შემოსავალი აქვს დავუშვათ ქვეყანას თუ მფლობელებს, მე არ ვიცი, არ ვერკვევი მასეთ რაღაცებში, ეს არის ქვეყნის უბედურება, როგორმე უნდა მოხდეს, რომ გადაიფიქრონ და ხელახლა გავიდეს პარლამენტში ეგ საკითხი და იგნორირება გაუკეთონ, - აცხადებს ცურტაველი მიტროპოლიტი.
პარლამენტმა, დაჩქარებული წესით კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში 26 ოქტომბერს დაიწყო და პირველი, მეორე და მესამე მოსმენით 27-28 ოქტომბერს დამტკიცდა.
ციტატები სტატიიდან
„ეს მოიტანს ახალ ტრაგედიებს და უბედურებებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…