ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Bild: გერმანული კომპანია Audi-ს შემოსავალი მესამე კვარტალში 87%-ით შემცირდა

Audi-ს შემოსავალი მესამე კვარტალში 87%-ით, 95 მილიონ ევრომდე შემცირდა, რის ფონზეც აშშ-ში ქარხნის აშენების გეგმის გამო კომპანიის ხელმძღვანელი გერნოტ დიოლნერი დონალდ ტრამპის პოლიტიკურ მხარდაჭერაში დაადანაშაულეს, იუწყება Bild-ი.

Bild: გერმანული კომპანია Audi-ს შემოსავალი მესამე კვარტალში 87%-ით შემცირდა
Bild: გერმანული კომპანია Audi-ს შემოსავალი მესამე კვარტალში 87%-ით შემცირდაიმედინიუსი

გერმანული ავტომწარმოებლის Audi-ს შემოსავალი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 87%-ით, 95 მილიონ ევრომდე შემცირდა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანიამ, რომელიც Volkswagen-ის კონცერნის შემადგენლობაში შედის, მიმდინარე წელს უკვე მეორედ შეამცირა თავისი საფინანსო პროგნოზი.

ახლა Audi ელის, რომ მისი წლიური მოგება 55-59 მილიარდი ევრო იქნება, ნაცვლად პროგნოზირებული 58-63 მილიარდი ევროსი.

შედეგების გაუარესების ძირითად მიზეზებად ჩინეთში გაყიდვების მკვეთრი შემცირება და ამერიკული საიმპორტო ტარიფების დაწესება სახელდება.

როგორც Bild-ი წერს, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Audi-მ მსოფლიო ბაზრებს 20%-ით ნაკლები ავტომობილი მიაწოდა. იმის გამო, რომ კომპანია აშშ-ში ავტომობილებს არ აწარმოებს, ვაშინგტონის მიერ დაწესებული ტარიფების გამო, მას დამატებით 1,2 მილიარდი ევროს გადახდა მოუწია.

ამასთან ერთად, Audi აშშ-ში 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელსაც წელიწადში 200 ათასი მანქანის წარმოება შეეძლება. ახალი ქარხანა 4,5 ათას სამუშაო ადგილს შექმნის.

აშშ-ში წარმოების გაფართოების გამო Audi-ს ხელმძღვანელი გერნოტ დიოლნერი გერმანიაში გააკრიტიკეს და ის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკურ მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის უწყებამ უარი თქვა საქართველოში ბაობაბების გამოგზავნაზეწაიკითხე

უახლესი ამბები