ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ახალგაზრდული ინკლუზიური ბანაკი ბათუმში – რეგისტრაცია დაიწყო

ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი“ ბათუმში 8-12 ნოემბერს ახალგაზრდულ ინკლუზიურ ბანაკს გამართავს, სადაც მაღალმთიან აჭარასა და გურიაში მცხოვრებ 18-დან 30 წლამდე 15 ახალგაზრდას შეარჩევენ. მსურველთა რეგისტრაცია 5 ნოემბრამდე გრძელდება.

ახალგაზრდული ინკლუზიური ბანაკი ბათუმში – რეგისტრაცია დაიწყო
ახალგაზრდული ინკლუზიური ბანაკი ბათუმში – რეგისტრაცია დაიწყობათუმელები

ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსი“ ბათუმში ახალგაზრდულ, ინკლუზიურ ბანაკს გამართავს და მონაწილეობის მსურველებს მოუწოდებს, ბანაკს შეუერთდნენ.

„გიყვარს წიგნები, მუსიკა, ფილმები და სამაგიდო თამაშები? გინდა ახალი მეგობრების შეძენა და საინტერესო აქტივობებში მონაწილეობა? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!“ – აცხადებს ორგანიზაცია.

ახალგაზრდულ ინკლუზიურ ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან აჭარასა და გურიაში.

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ბანაკის 15 მონაწილე, რომლებიც 5 დღეს გაატარებენ ბანაკში, განსხვავებულ და ინკლუზიურ გარემოში.

„არაფორმალური განათლება, საინტერესო აქტივობები, ახალი გამოცდილება და მეგობრული გარემო — ეს ყველაფერი ერთ სივრცეში გელოდება! გაიცანი ახალი ადამიანები, გაუზიარე სხვებს შენი ინტერესები და გაატარე ხუთი დღე განსხვავებულ და ინკლუზიურ გარემოში“ – წერს შშმ ქალთა ალიანსი.

ბანაკი ბათუმში გაიმართება 8-12 ნოემბერს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 5 ნოემბერი.

რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს – რეგისტრაციის ფორმა.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის – „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში.

ილუსტრაცია შექმნილია AI-ის გამოყენებით.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გიყვარს წიგნები, მუსიკა, ფილმები და სამაგიდო თამაშები? გინდა ახალი მეგობრების შეძენა და საინტერესო აქტივობებში მონაწილეობა? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!“
„არაფორმალური განათლება, საინტერესო აქტივობები, ახალი გამოცდილება და მეგობრული გარემო — ეს ყველაფერი ერთ სივრცეში გელოდება! გაიცანი ახალი ადამიანები, გაუზიარე სხვებს შენი ინტერესები და გაატარე ხუთი დღე განსხვავებულ და ინკლუზიურ გარემოში“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 500 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვესწაიკითხე

უახლესი ამბები