ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის

თავისუფალი აგენტი მაურო იკარდი აცხადებს, რომ ინტენსიურად ვარჯიშობს და იტალიაში დაბრუნებაზე ოცნებობს. ფეხბურთელმა ასევე აღიარა, რომ მილანის ინტერში ყოფნისას დაშვებული შეცდომები გადააფასა.

იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელისსპორტალი

ვანდა ნარას ყოფილმა მეუღლე მაურო იკარდიმ, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, გამოცემა La Repubblica-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ შეშლილივით ვარჯიშობს და იტალიაში დაბრუნება უნდა.

"შეშლილივით ვვარჯიშობ, რათა მოედანზე პასუხი გავცე მათ, ვისაც ჰგონია, რომ მეტი აღარაფრის შემოთავაზება შემიძლია. ვოცნებობ, იტალიაში კვლავ ვითამაშო".

ფეხბურთელმა ასევე გაიხსენა მილანის "ინტერში" გატარებული რთული პერიოდი, როდესაც მას კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს. არგენტინელმა აღიარა, რომ წარსულში შეცდომები დაუშვა, თუმცა დროთა განმავლობაში საკუთარი ქმედებები გადააფასა.

"კაპიტნის სამკლავურის დაკარგვა მტკივნეული იყო. ზოგიერთ სიტუაციაში არასწორად მოვიქეცი, მაგრამ დღეს უფრო გონივრულად ვიმოქმედებდი. გავიზარდე", - აღნიშნა თავდამსხმელმა.

გასული სეზონის ბოლოს "გალათასარაის" დატოვების შემდეგ, იკარდი თავისუფალი აგენტია. ამჟამად არგენტინელი ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობს და კარიერის ახალ კლუბში გაგრძელებას ელოდება.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართებაწაიკითხე

უახლესი ამბები