ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ივანიშვილი, წინა ხელისუფლების დროს, ქველმოქმედების სანაცვლოდ კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა - დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებაშინაგან საქმეთა სამინისტრო

ხატია დეკანოიძის მტკიცებით, წინა ხელისუფლების დროს ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების სანაცვლოდ კონკრეტულ მოთხოვნებს, მათ შორის რიყის პარკის გადაცემას აყენებდა, რითაც მან ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა.

ივანიშვილი, წინა ხელისუფლების დროს, ქველმოქმედების სანაცვლოდ კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა - დეკანოიძე
ივანიშვილი, წინა ხელისუფლების დროს, ქველმოქმედების სანაცვლოდ კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა - დეკანოიძეTV პირველი

ბიძინა ივანიშვილი წინა ხელისუფლების დროს, ქველმოქმედების სანაცვლოდ, კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა - ასე პასუხობს ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის განცხადებს, რომელიც ამბობდა, რომ „წინა ხელისუფლების დროს“ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ეწეოდა და აფინანსებდა სხვადასხვა უწყებებს. “

დეკანოიძემ ის კონკრეტული პროექტები გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, ივანიშვილმა მაშინდელი ხელისუფლებისგან “ფეხების ბაკუნით“ მოითხოვა.

ენმ-ის ლიდერის თქმით, “ოცნების“ დამფუძნებელს არაფერი აინტერესებს ქველმოქმედებისთვის, “მას აინტერესებს მხოლოდ ის, რომ საკუთარი ქონება გააათმაგოს,“

შსს -ში ვმუშაობდი, პოლიციის რეფორმაში ვიყავი ძალიან აქტიურად ჩართული და მე მისი გრანდიოზული დახმარება არ მახსენდება. იმ დახმარებაში, რომელსაც ის ვითომ უწევდა ქართულ სახელმწიფოს, მას ქართული სახელმწფიო არ ანერვიულებდა და იგი კონკრეტულად თხოულობდა სხვა რაღაცებს. მაგალითად, მას უნდოდა რიყის პარკზე უზარმაზარი პანორამას თუ პარაგრაფის სტილის შუშის შენობის ჩადგამ, რომელზედაც იყო, მისი მხრიდან გაჟღერებული სურვილი, რომ მიგვეცა მისთვის რიყის პარკი. თხოულობდა ბევრ რამეს, მაგალითად მთაწმინდაზე, მთელ თბილისს რომ დაჰყურებს, რაღაც ნერონის სტილში, იმ შენობის აშენებაც, იყო კონკრეტულად მისი სურვილი და მოთხოვნა ფეხების ბაკუნით საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ივანიშვილი არასდროს არაფერს აძლევს არავის, მათ შორის ქართული სახელმწიფო, რომელიც მას არ აინტერესებს ქველმოქმედებისთვის, ის აძლევს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი ქონება გააათმაგოს, - განაცხადა დეკანოიძემ.

რა თქვა კობახიძემ:

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ სხვა ტიპის საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებდა, არამედ საჯარო მსახურების ხელფასებსაც კი ასუბსიდირებდა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს, ჯარის რესურსების გაძლიერებაში, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი, ის ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, - თქვა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციურიივანიშვილი, ენმ–ის დროს, ქველმოქმედების სანაცვლოდ კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებდა – დეკანოიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ფონზე, მმართველ პარტიაში გვარამიას განცხადებას უტიფარ ტყუილად აფასებენ - უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დეზინფორმაცია სააკაშვილის გუნდის რეალურ სახეს წარმოაჩენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები