ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ნოვაია გაზეტა“ - მუშაობას ვწყვეტთ - მოგვკლეს - რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ საქმიანობას წყვეტს და აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა სარედაქციო კოლექტივი მუშაობის შეწყვეტაში აიძულეს. რედაქციის განმარტებით, გამოცემა ჟურნალისტების დევნის, ფინანსური მხარდაჭერისა და ოფისის დაკარგვის გამო დაიხურა.

„ნოვაია გაზეტა“ - მუშაობას ვწყვეტთ - მოგვკლეს - რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა
„ნოვაია გაზეტა“ - მუშაობას ვწყვეტთ - მოგვკლეს - რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტაინტერპრესნიუსი

დამოუკიდებელმა რუსულმა გაზეთმა „ნოვაია გაზეტამ“ განაცხადა, რომ საქმიანობას წყვეტს.

გამოცემის განმარტებით, ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებული განუწყვეტელი კამპანია გახდა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო პროკურატურა გაზეთის რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ დევნას აწარმოებდა, თავად გამოცემა კი ფინანსური მხარდაჭერისა და ოფისის გარეშე დარჩა.

„მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩავაქრობთ შუქს სახლში, სადაც 30 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით, გამოვრთავთ ჩვენს სერვერებს და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა“, - ნათქვამია „ნოვაია გაზეტას“ განცხადებაში.

გამოცემა წერს, რომ ცხოვრების 30 წელზე მეტი, რომელიც ქვეყანასა და მის მოქალაქეებთან ერთად გაატარეს, ქუჩაში დასრულდება - საარსებო საშუალებების გარეშე და რეპრესიების მუდმივი საფრთხის ქვეშ.

„ქვეყანაში ლიკვიდირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ხოლო მათი დაცვა დანაშაულთან არის გათანაბრებული. დე ფაქტო გაუქმებულია არჩევნები და არჩევითი ხელისუფლების ორგანოები. განადგურებულია საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ფეხქვეშ არის გათელილი სინდისის თავისუფლება და ადამიანის ღირსება. ბინძური ხელებით ამობრუნებულია პირადი ცხოვრება. ნუთუ დღეს დაცინვად არ ჟღერს კონსტიტუციის 29-ე მუხლი: ცენზურა აკრძალულია“? სასამართლო განადგურებულია კანონთან და სამართალთან ერთად. საკუთარი შეხედულებების ქონა ახლა უკვე სახელმწიფო ღალატად ითვლება. მაგრამ ღალატი სწორედ ის არის, როდესაც სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს. ეს ღალატი განგრძობადი დანაშაულია, რომელიც ახლა მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება. „ნოვაია გაზეტას“ მკვლელობა ამის კიდევ ერთი დასტურია. მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ ამაზე ვწერდით. სანამ ამის შესაძლებლობა გვქონდა. სწორედ ამიტომ მოგვკლეს. მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა”, - აღნიშნულია გამოცემის განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ჩვენ მოგვკლეს“ - „ნოვაია გაზეტა” მუშაობას წყვეტს
  2. ფორმულაოპოზიციურირუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ 30-წლიანი მუშაობის შემდეგ არსებობას წყვეტს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩავაქრობთ შუქს სახლში, სადაც 30 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით, გამოვრთავთ ჩვენს სერვერებს და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა“
„განაცხადა, რომ საქმიანობას წყვეტს. გამოცემის განმარტებით, ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებული განუწყვეტელი კამპანია გახდა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო პროკურატურა გაზეთის რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ დევნას აწარმოებდა, თავად გამოცემა კი ფინანსური მხარდაჭერისა და ოფისის გარეშე დარჩა. „მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩავაქრობთ შუქს სახლში, სადაც 30 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით, გამოვრთავთ ჩვენს სერვერებს და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა აიძულეს ჩვენი სარედაქციო კოლექტივი, მუშაობა შეეწყვიტა“, - ნათქვამია „ნოვაია გაზეტას“ განცხადებაში. გამოცემა წერს, რომ ცხოვრების 30 წელზე მეტი, რომელიც ქვეყანასა და მის მოქალაქეებთან ერთად გაატარეს, ქუჩაში დასრულდება - საარსებო საშუალებების გარეშე და რეპრესიების მუდმივი საფრთხის ქვეშ. „ქვეყანაში ლიკვიდირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ხოლო მათი დაცვა დანაშაულთან არის გათანაბრებული. დე ფაქტო გაუქმებულია არჩევნები და არჩევითი ხელისუფლების ორგანოები. განადგურებულია საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ფეხქვეშ არის გათელილი სინდისის თავისუფლება და ადამიანის ღირსება. ბინძური ხელებით ამობრუნებულია პირადი ცხოვრება. ნუთუ დღეს დაცინვად არ ჟღერს კონსტიტუციის 29-ე მუხლი: ცენზურა აკრძალულია“? სასამართლო განადგურებულია კანონთან და სამართალთან ერთად. საკუთარი შეხედულებების ქონა ახლა უკვე სახელმწიფო ღალატად ითვლება. მაგრამ ღალატი სწორედ ის არის, როდესაც სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს. ეს ღალატი განგრძობადი დანაშაულია, რომელიც ახლა მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება. „ნოვაია გაზეტას“ მკვლელობა ამის კიდევ ერთი დასტურია. მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ ამაზე ვწერდით. სანამ ამის შესაძლებლობა გვქონდა. სწორედ ამიტომ მოგვკლეს. მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„ჩვენ მოგვკლეს“ - „ნოვაია გაზეტა” მუშაობას წყვეტსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები