ესპანური მედია: ესპანეთში აფეთქება მოხდა ქარხანაში, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალებს აწარმოებს
ესპანეთში, სლოვაკური კომპანია MSM Group-ის საბრძოლო მასალების ქარხანაში, რომელიც უკრაინისთვის პროდუქციას აწარმოებს, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ესპანეთის ქალაქ გრანადასთან ახლოს, საბრძოლო მასალების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. აფეთქება დენთის საამქროში მოხდა.
როგორც ესპანური მედია იუწყება, ქარხანა, სადაც დაახლოებით 300 ადამიანი მუშაობს, დღის ბოლომდე დაკეტილი იქნება. ის სლოვაკურ კომპანია MSM Group-ს ეკუთვნის და მისი საქმიანობა გასაიდუმლოებულია.
თანამშრომლები ყოველდღიურად უსაფრთხოების შემოწმებას გადიან და მათთვის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონების შეტანა აკრძალულია.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღნიშნული კომპანია ძირითადად სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალისა და რაკეტების კომპონენტების წარმოებაზე გადავიდა. საბრძოლო მასალა უკრაინაში იგზავნებოდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…