ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თითოეული დარგის დივერსიფიცირებულად და მდგრადად განვითარებას

პირველი 9 თვის მონაცემებით მშპ-ის საშუალო ზრდამ 7.4% შეადგინა; ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და პოლიტიკა დარგების დივერსიფიკაციას ეფუძნება.

მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თითოეული დარგის დივერსიფიცირებულად და მდგრადად განვითარებას
მარიამ ქვრივიშვილი: ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თითოეული დარგის დივერსიფიცირებულად და მდგრადად განვითარებასიმედინიუსი

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას.

მინისტრის თქმით, საქართველო მშვიდობას და პროგნოზირებად გარემოს ინარჩუნებს, რაც, მისი თქმით, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თითოეული დარგის დივერსიფიცირებულად და მდგრადად განვითარებას. სასიხარულოა, რომ ვხედავთ აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ვაჭრობის მიმართულებით, განათლების, ისევე როგორც IT სექტორში. ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, ისევე როგორც ტურიზმის სექტორს, მიუხედავად რეგიონული გამოწვევებისა.

მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას და პროგნოზირებად გარემოს, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ მათ განაგრძონ საქართველოში ინვესტირება, განაგრძონ ბიზნესის განვითარება, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენციის ზრდას, ისევე როგორც ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება
  2. რუსთავი 2სამთავრობოვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება - მარიამ ქვრივიშვილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“
მარიამ ქვრივიშვილი
„ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თითოეული დარგის დივერსიფიცირებულად და მდგრადად განვითარებას. სასიხარულოა, რომ ვხედავთ აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ვაჭრობის მიმართულებით, განათლების, ისევე როგორც IT სექტორში. ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, ისევე როგორც ტურიზმის სექტორს, მიუხედავად რეგიონული გამოწვევებისა. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას და პროგნოზირებად გარემოს, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ მათ განაგრძონ საქართველოში ინვესტირება, განაგრძონ ბიზნესის განვითარება, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენციის ზრდას, ისევე როგორც ეკონომიკურ ზრდას“
მარიამ ქვრივიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით | საქსტატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები