ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი კახეთში გზის მშენებლობისთვის საქართველოს სესხის სახით 154 მილიონ ევროს გამოუყოფს. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირარუსთავი 2

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რატიფიცირებისთვის "საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება" წარადგინა.

შეთანხმების თანახმად, კახეთის რეგიონში ოთხზოლიანი და გზატკეცილის გასწვრივ, ორზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი საქართველოსთვის, სესხის სახით, 154 მილიონ ევროს გამოყოფს.

მომხსენებლის განმარტებით, სესხის ხანგრძლივობა 25 წელს შეადგენს, საიდანაც 10 წელი შეღავათიანი პერიოდია.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით განახორციელებს.

"კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საგზაო პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს საშუალებას მოგვცემს, 3 წლის შემდეგ კახეთის მთელ რეგიონთან დაკავშირებადობა სხვა ხარისხში ავიყვანოთ. ეს მოიცავს ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო გადაადგილებასა და მოგზაურობის დროის შემცირებას. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონი დედაქალაქს კიდევ უფრო დაუახლოვდება", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო შეთანხმების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობორეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებას მხარი დაუჭირა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საგზაო პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს საშუალებას მოგვცემს, 3 წლის შემდეგ კახეთის მთელ რეგიონთან დაკავშირებადობა სხვა ხარისხში ავიყვანოთ. ეს მოიცავს ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო გადაადგილებასა და მოგზაურობის დროის შემცირებას. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, კახეთის რეგიონი დედაქალაქს კიდევ უფრო დაუახლოვდება“
ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო შეთანხმებები განიხილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები