ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მზა კერძების ობიექტ „კნატუნას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობების გამო მზა კერძების ობიექტ „კნატუნას“ და რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მზა კერძების ობიექტ „კნატუნას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მზა კერძების ობიექტ „კნატუნას“ საწარმოო პროცესი შეუჩერაინტერპრესნიუსი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა“ არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის (ინვენტარის და ზედაპირების არასათანადო რეცხვა) განმეორებითი დარღვევა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის განთავსების ფაქტი აღინიშნა.

„ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა (დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია 5000 ლარს შეადგენს) და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორანს „ღელეღურდანი“ (მისამართი: ბათუმი ფ.ხალვაშის ქ.N45ა). ობიექტზე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია და ჰიგიენური ნომრების დარღვევა.

არალეგალური ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინეს შიდა ქართლის უფლებამოსილმა პირებმა.

ინდივიდუალური მეწარმე ზ.ს (მისამართი :გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვახვრელი) და ფიზიკური პირი თ.ხ. (მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი , სოფელი ფერმა) საქმიანობას (ფრინველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
  2. ბათუმელებიოპოზიციურიბათუმში რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერეს „კრიტიკული შეუსაბამობების გამო“ – სააგენტო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა (დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია 5000 ლარს შეადგენს) და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს რესტორანს „ღელეღურდანი“ (მისამართი: ბათუმი ფ.ხალვაშის ქ.N45ა). ობიექტზე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია და ჰიგიენური ნომრების დარღვევა. არალეგალური ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინეს შიდა ქართლის უფლებამოსილმა პირებმა. ინდივიდუალური მეწარმე ზ.ს (მისამართი :გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვახვრელი) და ფიზიკური პირი თ.ხ. (მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი , სოფელი ფერმა) საქმიანობას (ფრინველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ბაღდათში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები