ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

NBC News: რომის პაპმა ლეო XIV-მ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ხმის მისაცემად საფოსტო ბიულეტენი მოითხოვა

NBC News-ის ცნობით, რომის პაპმა ლეო XIV-მ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის საფოსტო ბიულეტენი მოითხოვა და შესაძლოა გახდეს პირველი პაპი, რომელიც ამერიკულ არჩევნებში ხმას მისცემს. პაპად არჩევის შემდეგ იგი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ღია კრიტიკოსად იქცა.

NBC News: რომის პაპმა ლეო XIV-მ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ხმის მისაცემად საფოსტო ბიულეტენი მოითხოვა
NBC News: რომის პაპმა ლეო XIV-მ აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ხმის მისაცემად საფოსტო ბიულეტენი მოითხოვაიმედინიუსი

რომის პაპმა ლეო XIV-მ, რომელიც ილინოისის შტატში ამომრჩევლად არის რეგისტრირებული, მომავალ კვირას გასამართ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საფოსტო ბიულეტენი მოითხოვა. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

ბიულეტენი ვატიკანში, პაპის რეზიდენციაში უნდა გაიგზავნოს. NBC News-ის ინფორმაციით, თუ პაპი ხმას მისცემს, ის აშშ-ის არჩევნებში მონაწილე პირველი რომის პაპი იქნება.

რომის პაპმა, რომლის საერო სახელია რობერტ ფრენსის პრევოსტი, საფოსტო ბიულეტენის მოთხოვნა 3 ოქტომბერს გაგზავნა. ხმის მიცემის შემთხვევაში, ბიულეტენი ილინოისის ქალაქ ჯოლიეტში უნდა გაიგზავნოს.

2025 წლის მაისში ლეო XIV პირველი ამერიკელი პაპი გახდა. შესაბამისად, თუ ის აშშ-ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ისტორიაში პირველი რომის პაპი იქნება, რომელიც ამერიკულ არჩევნებში ხმას მისცემს.

როგორც NBC News-ი იუწყება, პაპად არჩევის შემდეგ ლეო XIV დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი ქმედების, მათ შორის ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომისა და მიგრანტების მიმართ ადმინისტრაციის მიდგომის ღია კრიტიკოსად იქცა.

აპრილში, მას შემდეგ, რაც პაპმა 28 თებერვალს დაწყებულ ომში მშვიდობისკენ მოუწოდა, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით დაიწყო, ლეო XIV-ს და დონალდ ტრამპს შორის საჯარო დაპირისპირება მოხდა.

ტრამპმა სოციალურ ქსელში პაპი „დანაშაულთან ბრძოლაში სუსტად“ და „საგარეო პოლიტიკის საკითხებში საშინლად“ მოიხსენია. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პაპის არჩევაში თავადაც მიუძღოდა წვლილი.

„პაპ ლეოს დიდი გულშემატკივარი არ ვარ“, - განაცხადა მაშინ ტრამპმა.

ლეო XIV-მ ამ განცხადებებს NBC News-თან ინტერვიუში უპასუხა. პაპის თქმით, მას „ტრამპის ადმინისტრაციის არ ეშინია“ და მშვიდობისკენ მოწოდებას კვლავ გააგრძელებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პაპ ლეოს დიდი გულშემატკივარი არ ვარ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რომის პაპ ლეო XIV-ს უახლოეს დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ - რას აცხადებს პონტიფიკოსი?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები