ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 46-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სამხრეთ კორეაში კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც განვითარებადი ქვეყნებისთვის 20-ზე მეტი პროექტი დამტკიცდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 46-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს 46-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ქალაქ სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს 46-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

სხდომაზე განიხილეს ფონდის რესურსების ეფექტიანი მართვისა და დაფინანსების პროცესის გაუმჯობესების საკითხები, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცედურების გამარტივება, რაც განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების დროულ დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია, რომ სხდომის ფარგლებში, განვითარებადი ქვეყნებისთვის 20-ზე მეტი დაფინანსების პროექტი დამტკიცდა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. პროექტები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების დაძლევას, შესაბამისი სტანდარტების დანერგვასა და ეკოსისტემების აღდგენას შეუწყობს ხელს. ასევე დამტკიცდა რამდენიმე ორგანიზაციის აკრედიტაცია, რაც მათ შესაბამის ქვეყნებში ფონდის რესურსების განკარგვის უფლებამოსილებას ანიჭებს.

მმართველი საბჭოს სხდომაზე, ასევე ფონდის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მეორე ვადით აირჩიეს.

ვიზიტის ფარგლებში ნინო თანდილაშვილის თავმჯდომარეობით კლიმატის მწვანე ფონდის ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის სხდომაც გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ნინო თანდილაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს წევრად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფიდან 2025 წლის იანვრიდან მეორე ვადით არის არჩეული.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დიალოგს მასპინძლობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები