ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"თურქეთი და საქართველო წარმოადგენენ ორ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენ გვაკავშირებს, როგორც საერთო გეოგრაფიული სივრცე, ისე მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული" - თურქეთის ელჩი საქართველოში

საქართველოს პარლამენტი

თურქეთის საელჩომ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა, სადაც ელჩმა მუსტაფა თურქერ არიმ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და საერთო ისტორიულ კავშირებს.

"თურქეთი და საქართველო წარმოადგენენ ორ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენ გვაკავშირებს, როგორც საერთო გეოგრაფიული სივრცე, ისე მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული" - თურქეთის ელჩი საქართველოში
"თურქეთი და საქართველო წარმოადგენენ ორ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენ გვაკავშირებს, როგორც საერთო გეოგრაფიული სივრცე, ისე მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული" - თურქეთის ელჩი საქართველოშირუსთავი 2

თურქეთის საელჩომ თურქეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა. სტუმრებმა თურქეთის პრეზიდენტის მიმართვა მოისმინეს, რომელშიც მან მოქალაქეებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თურქეთის ელჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მიღებას პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის, მუსტაფა თურქერ არის განცხადებით, თურქეთი და საქართველო ორ სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენენ, რომლებსაც საერთო გეოგრაფიული სივრცე და მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული აკავშირებთ.

"დიდი პატივია ამ ზეიმის გაზიარება ჩვენს ქართველ მეგობრებთან, სახელმწიფო უწყებების თავდაცვის სფეროსა და საზოგადოების ფართო წრეების წარმომადგენლებთან. თურქეთი და საქართველო წარმოადგენენ ორ სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენ გვაკავშირებს, როგორც საერთო გეოგრაფიული სივრცე, ისე მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულია იმ გულწრფელი სიხარულისა და ერთიანობის განწყობა, რომელსაც აქ მყოფი თურქი და ქართველი ხალხი ერთობლივად გამოხატავს.

ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი უღრმესი პატივისცემა და გულწრფელი მისალმება გადავცე ქართველ ხალხს თურქეთისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ თქვენთან ვართ, გაუმარჯოს თურქულ-ქართულ მეგობრობას," - განაცხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მუსტაფა თურქერ არიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურითურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 103 წელი შესრულდა - ელჩის მიმართვა
  2. პირველი არხისამთავრობოთურქეთის ელჩი – საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია მთლიანად რეგიონისთვის, თურქეთს აქვს მტკიცე პოლიტიკური ნება, კიდევ უფრო განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები
  3. იმედინიუსისამთავრობოთურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი: თურქეთსა და საქართველოს შორის ინტერაქცია და ურთიერთკავშირი საუკუნეებს ითვლის, დღეს ჩვენ ვართ ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომლებიც მხარს უჭერენ ოჯახსა და ოჯახურ ღირებულებებს და რომლებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ არა მხოლოდ კეთილმეზობლობა, არამედ უაღრესად მჭიდრო კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიდი პატივია ამ ზეიმის გაზიარება ჩვენს ქართველ მეგობრებთან, სახელმწიფო უწყებების თავდაცვის სფეროსა და საზოგადოების ფართო წრეების წარმომადგენლებთან. თურქეთი და საქართველო წარმოადგენენ ორ სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენ გვაკავშირებს, როგორც საერთო გეოგრაფიული სივრცე, ისე მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულია იმ გულწრფელი სიხარულისა და ერთიანობის განწყობა, რომელსაც აქ მყოფი თურქი და ქართველი ხალხი ერთობლივად გამოხატავს. ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი უღრმესი პატივისცემა და გულწრფელი მისალმება გადავცე ქართველ ხალხს თურქეთისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ თქვენთან ვართ, გაუმარჯოს თურქულ-ქართულ მეგობრობას,“
მუსტაფა თურქერ არი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და თურქეთს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩვენთვის ნამდვილი პარტნიორობა გულისხმობს ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის მუდმივ მზაობას. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები